SEO კომპანია რომელსაც ესმის
მოდი თვალი გავუსწოროთ რეალობას. შენ იცი რა გსურს შენი ბიზნესისა თუ კომპანიისთვის, მაგრამ უბრალოდ არ იცი თუ როგორ მიაღწიო ამას. ჩვენს სპეციალისტებს არაერთხელ სმენიათ ეს ფრაზა კლიენტებისგან, რომლებიც დაგვიკავშირდნენ და აინტერესებთ დიგმას SEO სერვისი.
შენ დიდი ალბათობით ერთი ან რამდენიმე შემდეგი მიზეზის გამო ხარ აქ:
- შენს ვებსაიტს კლიენტები ონლაინ ვერ პოულობენ
- შენი ვებსაიტის ტრეფიკი შემცირდა და არ იცი რატომ
- მოულოდნელად შემცირდა შენს კომპანიაში შემომავალი ზარებისა და ლიდების რაოდენობა
- შენ გსურს შექმნა ახალი ვებსაიტი და გსურს სწრაფად გადაიყვანო შენი ბიზნესი შემდეგ საფეხურზე
თუ ამ ოთხი სუსტი წერტილიდან რომელიმე გაწუხებს, დარწმუნებული იყავი, რომ შენ სწორ კომპანიაში მოხვდი. არსებობს მიზეზები, რის გამოც დიგმას SEO სერვისი ამჟამად ემსახურება ათობით კლიენტს და უზრუნველყოფს საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას Google-ის მუდმივად ცვალებად ალგორითმზე საპასუხოდ.
სწორად შესრულებული SEO თქვენი პრობლემების გადასაჭრელად
შენ საბოლოოდ იპოვნე სწორი SEO კომპანია
დიგმა გადაგიწყვეტს პრობლემებს, რომელთა გადაჭრას დიდი ხანი ცდილობდი. არ დაუშვა ეს დღეც გავიდეს ისე, რომ შენი კონკურენტები კვლავ ზემოდან გიყურებდნენ! დროა მომხმარებლებმა აღმოგაჩინონ!
ჩვენი SEO სერვისი
გაზარდე შენი რანგი და გახდი აღმოჩენადი ონლაინ!
საკვანძო სიტყვების კვლევა & სტრატეგია
დიგმა არის კომპანია, რომელსაც ესმის შენი ნიშა და შეუძლია გაზარდოს შენი რეიტინგი კონკრეტული საძიებო ტერმინებისთვის.
შენი სპეციალისტი განიხილავს საკვანძო სიტყვებს, რომლებისთვისაც შენი ვებსაიტი ამჟამად რეიტინგშია, შექმნის შენთვის სასურველი საკვანძო სიტყვების სიას და ჩაატარებს დამატებით საკვანძო სიტყვების კვლევას, რათა შექმნას სია, რომელიც ყველაზე მეტად ასახავს შენს ვებსაიტს და კონკურენტულ ლანდშაფტს.
ტექნიკური სსო/SEO
ვებსაიტის რეიტინგი შეიძლება გაუმჯობესდეს Back-end-ის და სხვა ტექნიკური კომპონენტების ოპტიმიზაციით, როგორიცაა მაგალითად გვერდის სიჩქარის გაუმჯობესება.
მსგავსი შეცდომების გამოსწორებით, საძიებო სისტემებს უადვილდებათ შენი ვებსაიტის დათვალიერება და ინდექსაციაც მარტივი ხდება. გააბედნიერე საძიებო სისტემები, შემდეგ კი რეიტინგი გაგაბედნიერებს შენ!
ლოკალური (ადგილობრივი) სსო/SEO
სტატისტიკურად ნაჩვენებია, რომ ადამიანების უმეტესობა ადგილობრივ ბიზნესს ონლაინ ეძებს.
გააუმჯობესე შენი კომპანიის ლოკალური რეიტინგი Google Business Profile-ის ოპტიმიზაციით და მოიზიდე ლოკალური ხასიათის განზრახვის მქონე მომხმარებლები. ჩვენ ვაუმჯობესებთ შენს GMB პროფილს და ვმართავთ შენს ონლაინ რეპუტაციას, რათა გაიზარდოს შენი ადგილობრივი მომხმარებლების რაოდენობა.
გვერდის სსო/SEO
გაზარდე შენი ვებსაიტის ხილვადობა და მიიღე მაღალი ხარისხის ტრეფიკი. დიგმაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ SEO სტრატეგიის საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც შენი საიტის სანდოობასა და ხილვადობას გაზრდის.
ჩვენი SEO ექსპერტები აქვეყნებენ უნიკალურ, მაღალი ღირებულების მქონე გრაფიკულ და ვერბალურ კონტენტს, ოპტიმიზაციას უკეთებენ სათაურებს და HTML, რაც SEO სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
გვერდის გარე სსო/SEO
გვერდის გარე ოპტიმიზაცია გადამწყვეტია ბრენდის სანდოობის ჩამოყალიბებასა და ონლაინ ექსპოზიციის გაზრდისთვის. ითანამშრომლეთ ჩვენს კომპანიასთან, ჩვენ დაგეხმარებით შენი ინდუსტრიის გამოცდილების დემონსტრირებაში.
ჩვენ ვიყენებთ სოციალურ მედიის მარკეტინგს და ლინკ-ბილდინგს კვალიფიციური ბმულების და დადებითი რეიტინგის შესაქმნელად.
რატომ დიგმას SEO სერვისები და არა სხვისი
საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია არ არის ერთჯერადი პროცესი, მაგრამ “SEO ოპტიმიზაცია” მაინც ტავტოლოგიაა
ერთგული პროფესიონალები
ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ამოცანაა გავხადოთ რთული, ტექნიკური და ზოგჯერ დამღლელი საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის პროცესი კლიენტებისთვის რაც შეიძლება მარტივი.
ერთ-ერთი გზა, რითიც ჩვენ ამას ვაღწევთ, არის კლიენტისთვის ერთი კონტაქტის მიწოდება. შენ კარგად გაიცნობ დიგმას SEO-ს პროფესიონალს, ისინი კი გაეცნობიან შენს ბიზნესს და გაიაზრებრენ შენს უნიკალურ საჭიროებებს.
ჩვენ მუდმივად ვვითარდებით
საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია არ არის სტაგნატური, შესაბამისად არც ჩვენ. SEO ყოველთვის იცვლება საძიებო სისტემების ალგორითმების მრავალი განახლების გამო, რაც გავლენას ახდენს რეიტინგის ფაქტორებზე.
ჩვენ მუდმივად ვვითარდებით და მივყვებით ტრენდებს. ჩვენი საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის სერვისი მუდმივად ვითარდება. დარწმუნებული იყავი იმაში რომ, ჩვენი კომპანია არის პროაქტიული და არა რეაქტიული.
გამჭვირვალე ანგარიშგება
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კონკურენტები იყენებენ კვამლსა და სარკეებს, ჩვენ სრულ გამჭვირვალობას ვინარჩუნებთ, ასე რომ შეგიძლია შენი თვალით იხილო თუ როგორ ზრდის ჩვენი დიგმა შენს ონლაინ შემოსავალს.
ჩვენი შენზე მორგებული, სიღრმისეული ანგარიშგება მოიცავს 24/7 წვდომას კლიენტის ონლაინ პორტალზე, Google Analytics ანგარიშებს, შენი საიტის SEO-ს სრულ მიმოხილვას, რეგულარულად განახლებულ საკვანძო სიტყვების რეიტინგს, ჩვენ მიერ შესრულებულ SEO-ს ყოველთვიურ გეგმას, რომელიც მიმოიხილავს გაუმჯობესებებსა და სტრატეგიას.
ხშირად დასმული კითხვები საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაზე
რა არის საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია – SEO?
სსო/SEO ნიშნავს “საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას” (Search Engine Optimization). მარტივი სიტყვებით, საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია გულისხმობს შენი ვებ-გვერდის გაუმჯობესების პროცესს – მისი ხილვადობის გაზრდის მიზნით. მაშინ როდესაც შენს ბიზნესთან დაკავშირებულ პროდუქტებს ან სერვისებს ადამიანები Google-ში, Bing-ში და სხვა საძიებო სისტემებში ეძებენ.
გაინტერესებს მეტი? გაიგე მეტი იმაზე თუ რა არის SEO და როგორ გვეხმარება საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია ბიზნესის გაუმჯობესებაში
როგორ მუშაობს SEO?
საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია არის შენს ონლაინ ბიზნესში ცვლილებების შეტანის პრაქტიკა, განსაკუთრებით შენს ვებსაიტზე, რაც მას უფრო მიმზიდველს ხდის საძიებო სისტემებისთვის, როგორიცაა Google და Bing. საძიებო სისტემები ასკანერებენ შენს ვებსაიტს, რათა გაიგონ, რაზეა ის და რა სახის კონტენტია მასზე. საუკეთესო SEO პრაქტიკების გამოყენება გვარწმუნებს იმაში, რომ საძიებო სისტემებისთვის ადვილია ვებსაიტის გაგება, ინდექსაცია და რანჟირება, რაც გაზრდის ორგანულ ტრეფიკს შენს ვებსაიტზე.
მჭირდება თუ არა განსხვავებული SEO სტრატეგია განსხვავებული საძიებო სისტემებისთვის
არსებობს მცირედი განსხვავებები სხვადასხვა საძიებო სისტემებს შორის. თუმცა, შენ ჩვეულებრივ შეგიძლიათ ფოკუსირება Google-ზე, რადგან შენი სამიზნე ბაზრის უმეტესი ნაწილი გამოიყენებს ამ წამყვან საძიებო სისტემას. ორგანული ტრეფიკის უმეტეს ნაწილს Google-მოიცავს
რა ღირს SEO სერვისი?
მიზანშეწონილია დაასაქმო გამოცდილი სააგენტო ან ექსპერტი. ეს ღირებულება უნდა იყოს გათვალისწინებული შენს მარკეტინგულ ბიუჯეტში. თანხა, რომლის გადახდასაც უნდა ელოდო, შეესაბამება იმ სამუშაოს მოცულობას, რომელიც საჭიროა წარმატების მისაღწევად. ციფრული სააგენტო ან ექსპერტი მოითხოვს ზუსტ თანხას მას შემდეგ რაც პროექტის სიდიდეს გაეცნობა და მას შემდეგ როცა კლიენტი წარუდგენს მის მოლოდინებს. საშუალო გადასახადი SEO ექსპერტებისთვის და სააგენტოებისთვის საათში ₾50-75 შეადგენს.
რა ახდენს გავლენას თქვენს რანგზე?
არსებობს ფაქტორები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს რანგზე:
- გვერდის ჩატვირთვის დრო – თუ ვებსაიტი ძალიან ნელა იტვირთება, ვიზიტორებს არ სურთ ლოდინი და სავარაუდოდ კონკურენტის ვებსაიტზე გადადიან, Google კი (და ყველა საძიებო სისტემა) ვებსაიტს უფრო დაბალ რანგს ანიჭებს.
- საკვანძო სიტყვების შერჩევა – საკვანძო სიტყვები დაკვირვებით უნდა იქნას შერჩეული და ბიზნესის მაძიებლის საძიებო ტერმინს ემთხვეოდეს.
- კონტენტის შექმნა – თუ შევქმნით ხარისხიან კონტენტს, გაიზრდება მომხმარებლის მიერ გატარებული დრო ვებსაიტზე, მიღებული ყურადღება საძიებო სისტემებიდან და ვებსაიტის ავტორიტეტი
გსურს გაიგო მეტი? შენს განკარგულებაშია ჩვენი სტატია რანგის ძირითადი 8 ფაქტორი
მაინც რატომ “სსო” და არა “სეო”?
დიგმა ფიქრობს, რომ საჭიროა ყველაფერს სწორად ერქვას სახელი.
გუგლისთვის და ზოგადად ქართული ინტერნეტ სივრცისთვის საჭიროა მომხმარებლებს ჰქონდეთ ზუსტი წარმოდგენა და ცოდნა იმაზე თუ რა საძიებო ტერმინი გამოიყენონ როდესაც საძიებო სისტემაში რაიმეს ეძებენ.
ამ მომენტისათვის ქართულ ენას და ზოგადად საქართველოს არ აქვს მხარდაჭერა გუგლისგან (იგულისხმება გუგლის პროდუქტები). ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ბევრი რამ, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი სწორად ის არის, რომ ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბებულვართ ქართული ფონტით ვწერთ თუ ლათინურით.
დიგმა აბსოლუტურად უჭერს მხარს ქართულ ანბანს და ფიქრობს, რომ ქართული web-ის განვითარებისთვის ეს არის აუცილებელი რამ… და გთხოვთ გახსოვდეთ “სეო ოპტიმიზაცია” და “SEO ოპტიმიზაცია” ტავტოლოგიებია.
რამდენადაც განვითარდება მომხმარებელი, იმდენად განვითარდება სსო-ც და გუგლში ნებისმიერი ქართული ვებ-გვერდი თუ მას სწორ ოპტიმიზაციას გავუკეთებთ. რაშიც დიგმა ნამდვილად დაგეხმარება.