ციფრული მარკეტინგის სერვისები

ბიზნესზე მორგებული სერვისები

დიგმა მრავალფუნქციური კომპანიაა. ჩვენი ციფრული მარკეტინგის სერვისები ხელმისაწვდომია ყველასთვის ვისაც სურს საკუთარი ბიზნესის ხილვადობის გაზრდა ციფრულ სამყაროში.

ჩვენ გვაქვს გამოცდილება და გვყავს პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ ციფრულ მარკეტინგში მრავალი ხერხის გამოყენებით ნებისმიერი ზომის კომპანიას, ნებისმიერ ინდუსტრიაში დაეხმარონ.

დაგვიკავშირდი უფასო კონსულტაციისთვის

დიგმას ციფრული მარკეტინგის სერვისები

გააგებინე შენს მომხმარებლებს შენი ბრენდის შესახებ სწორ დროს და სწორი პლატფორმის საშუალებით

SEO სერვისი – საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია

საკვანძო სიტყვების სწორად ჩატარებული კვლევისა და საუკეთესო სტრატეგიების გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია უფრო მაღალ ორგანულ რანგს მიგაღწევინოთ და ძიების შედეგებში ხილვადობა გაგიზარდოთ.

ჩვენი ინტერნეტ მარკეტინგის კომპანია ახორციელებს საკვანძო სიტყვების ფართო კვლევას, გვერდის ოპტიმიზაციას და აკონტროლებს შედეგებს Google Search Console-ითა და Google Analytics-ით.

ეს პრაქტიკა საშუალებას გვაძლევს მოვიზიდოთ ბიზნესის სეგმენტი, გავზარდოთ ტრეფიკი ვებ-გვერდზე და შენთვის სასურველ ქმედებამდე მივიყვანოთ მომხმარებელი.

საძიებო სისტემის მარკეტინგის სერვისი – SEM

საძიებო სისტემების მარკეტინგი მოიცავს, როგორც საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას ასევე ფასიან რეკლამირებასაც Google Ads-ის და Off-Page SEO სტრატეგიების საშუალებით.

Google Ads ცნობილია ტერმინით pay-per-click და გვხვდება სხვადასხვა ფორმატში. ზოგი მცირე ზომის, ტექსტზე დაფუძნებული რეკლამაა, ზოგი კი, პროდუქტების ჩამონათვალის სახით (ასევე ცნობილი როგორც Shopping ads) მეტად ვიზუალური, პროდუქტზე დაფუძნებული რეკლამაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთი დაინახოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიცაა ფასი, ზომა და ა.შ.

Off-Page SEO ანუ გვერდის გარე სსო მოიცავს მრავალ სტრატეგიას, რომელიც ხორციელდება ბიზნესის ვებ-გვერდის მიღმა სხვა პლატფორმებსა თუ ვებ-გვერდებზე, ესენი შესაძლოა იყოს ბიზნეს ლისთინგები, საინფორმაციო ბლოგები, სოც-მედია არხები და მრავალი სხვა.

სოციალური მედია მარკეტინგი – SMM

მზად ხარ გააფართოვო და გაზარდო შენი აუდიტორია სოციალურ მედიაში? ჩვენ ვქმნით სოციალური მედიის კამპანიებს, რათა დავეხმაროთ შენს ბიზნესს განვითარდეს და გავააქტიუროთ შენი მიმდევრები სხვადასხვა პლატფორმებზე როგორიცაა Facebook, LinkedIn, Instagram და სხვა.

ჩვენი ციფრული მარკეტინგის სააგენტო გეხმარება შენი კომპანიის მიზნების განსაზღვრაში, ახორციელებს კონკურენტების ანალიზს და აფასებს მომხმარებლების ონლაინ ქცევას. მონაცემთა ანალიტიკის გამოყენებით, ჩვენ ვავითარებთ ბრენდს სოციალურ მედია პლატფორმებზე და ვქმნით ფასიან სარეკლამო სტრატეგიებს, რომლებიც მორგებულია შენი ბიზნესის სეგმენტზე.

რატომ დიგმას ინტერნეტ მარკეტინგის სერვისები?

ინტერნეტ მარკეტინგის სერვისები ყველა ზომის ბიზნესს აძლევს საშუალებას დაბალ ფასად გაავრეცლოს ბრენდი თუ პროდუქტი. ციფრული მარკეტინგის კომპანია დიგმა დაგეხმარება გაზარდო წვდომა შენს ნიშა ბაზარზე, რათა შესთავაზო პროდუქტი თუ მომსახურება სამიზნე აუდიტორიას, განურჩევლად დროის სხვაობისა და მდებარეობისა.

ინტერნეტ მარკეტინგის სააგენტოს დაქირავება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ლიდების მოსაპოვებლად, მაშინ როდესაც შენს არსებულ მომხმარებლებთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებ. თუ ბიზნესისთვის ციფრული მარკეტინგის სწორ სტრატეგიას იყენებ, მომხმარებლები ყოველთვის გიპოვიან.

დაგვიკავშირდი უფასო კონსულტაციისთვის

ხშირად დასმული კითხვები ციფრული მარკეტინგის სერვისებთან დაკავშირებით

რა არის ციფრული მარკეტინგი?

ციფრული მარკეტინგი მოიცავს ორგანიზაციის, ბიზნესის ან ბრენდის მარკეტინგის ყველა ასპექტს და საქმიანობას ციფრულ არხებში. ციფრული მარკეტინგის სტრატეგიები და ტაქტიკა მიზნად ისახავენ კონკრეტულ აუდიტორიას, რომელიც ინტერნეტს არის დაკავშირებული და სხვა და სხვა ციფრულ არხს იყენებს.

ციფრული მარკეტინგი მოიცავს საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას, ხილვადობის გაზრდას და ჩართულობას სოციალურ მედია პლატფორმებზე, ელ.ფოსტის მარკეტინგს, ვებსაიტების დიზაინსა და განვითარებას და ინტეგრირებულ აპლიკაციებს არსებულ და მომავალ მომხმარებლებთან.

რატომ არის ციფრული მარკეტინგი მნიშვნელოვანი ჩემი ბიზნესისთვის?

თითოეულ ბრენდს უნდა ჰქონდეს ბიზნესის ციფრული მხარე. თუმცა, შენი ბიზნესის ციფრული მხარეს არანაირი გავლენა ექნება, თუ მას წარმატებით არ განახორციელებ. ნებისმიერ ბიზნესს უდავოდ დიდ სარგებელს მოუტანს ინტერნეტ მარკეტინგის სერვისები და ყოვლისმომცველი სტრატეგია, ექსპერტებით დაკომპლექტებული მარკეტინგის გუნდი.

რა საქმიანობით არის დაკავებული ციფრული მარკეტერი?

ციფრული მარკეტერი არის მარკეტინგის სპეციალისტი, რომელსაც ესმის, როგორ განავითაროს და განახორციელოს ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიები ონლაინ. ციფრულ მარკეტერს ესმის თუ როგორ დაუკავშირდეს ონლაინ აუდიტორიას. მას აქვს ფართო ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია სოციალურ მედიას, საძიებო სისტემებს, ვებსაიტებსა და ონლაინ რეკლამას გაყიდვების, ტრეფიკის და ბრენდის ცნობადობის გაზრდა.

რამდენად მომგებიანია ციფრული მარკეტინგი ტრადიციულ მარკეტინგთან შედარებით?

ციფრული მარკეტინგის სერვისები ეფექტურია იმით, რომ შენ შეგიძლია შეტყობინებით, პროდუქტითა თუ სერვისით პირდაპირ იდეალური აუდიტორიის წინაშე წარსდგე. ჩათვალე, რომ ტრადიციული მარკეტინგი კონკრეტულ შეტყობინებას დიდ საზოგადოებაში ავრცელებს. ამის საპირისპიროდ, ციფრული მარკეტინგი სწორდ დროს, მიზანმიმართულ მიდგომას ზუსტ აუდიტორიაზე იყენებს.

შენ შეგიძლია მარტივად შეაფასო ციფრული მარკეტინგის შედეგები და ხარჯები რითიც ამავდროულად შეამცირებ არასაჭირო დანახარჯებს. ეს ბევრად უფრო რთული პროცესია ტრადიციული მარკეტინგული კამპანიებისთვის. უფრო მეტიც, ციფრული მარკეტინგის სააგენტოს დაქირავებასთან დაკავშირებული ხარჯები თითქმის ყოველთვის დამოკიდებულია პროექტის მასშტაბზე.

როგორ ამოვიცნო კარგი ციფრული მარკეტინგის კომპანია?

მოძებნე კომპანია, რომელსაც დრო სჭირდება შენი მიმდინარე და მომავალი მარკეტინგული საჭიროების შესაფასებლად. ციფრული მარკეტინგის სააგენტო, რომელიც რამედ ღირს, არ გვპირდება მყისიერ შედეგებს, რადგან ციფრულ სტრატეგიებს დრო სჭირდება შედეგის მისაღებად. არამედ, ის ექსპერტების გუნდთან ერთად შეაფასებს ბიზნესის ამჟამინდელ მდგომარეობას, განსაზღვრავს საჭიროებებს და იპოვის ხარვეზებს შენს ამჟამინდელ სტრატეგიაში. უფრო მეტიც, ის იმუშავებს შენთან, რათა მიიღოს შედეგები, დაემთხვეს შენს მიზნებს და შემოგთავაზებს თანმიმდევრულ, გამჭვირვალე ანგარიშგებას. ფრთხილად იყავი კომპანიებთან, რომლებიც გთავაზობენ სწრაფ შედეგებს. შეარჩიე სააგენტო მისი შედეგების მიხედვით, კლიენტების კარგი გამოხმაურებებითა და გამორჩეული მიმოხილვებით მათ სერვისებში.

დაგვიკავშირდი დიგმას სერვისებთან დაკავშირებით