წლები სსო-ში: საძიებო სისტემის მოკლე ისტორია

საძიებო სისტემის მოკლე ისტორია

პრაქტიკა, რომელსაც საძიებო სისტემის ოპტიომიზაციად (სსო/SEO) ვიცნობთ, დაიწყო 1990-იანი წლების შუა ხანებში. განაგრძე კითხვა და გაიგე საძიებო სისტემებისა და SEO-ს ევოლუციის მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ.

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია დღეს ძირითადად Google-ის გარშემო ტრიალებს.

თუმცა, საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის პრაქტიკა, დროში წინ უსწრებს ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის მიერ დაფუძნებულ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემას.

შეიძლება ითქვას, რომ საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია და მარკეტინგი 1991 წელს გამოქვეყნებული პირველი ვებ-გვერდის გაშვებით დაიწყო, ან როდესაც პირველი საძიებო სისტემა შეიქმნა. სსო-ს ისტორია “ოფიციალურად” ცოტა მოგვიანებით იწყება, დაახლოებით 1997 წელს.

1997 წელს საძიებო სისტემებში მაღალი რეიტინგი ჯერ კიდევ საკმაოდ ახალი კონცეფცია იყო.

დღეს? – დღეს ყველას სურს მართოს საძიებო სისტემის შედეგების გვერდები (SERPs).

დიგმა გთავაზობს შემდეგს:

დროში დანახული საძიებო სისტემის ისტორია

საძიებო სისტემებმა შეცვალეს ის თუ როგორ ვეძებეთ ადამიანები ინფორმაციას, ვატარებთ კვლევებს, ვიძენთ პროდუქტებსა და სერვისებს, როგორ ვირთობთ თავს და როგორ ვუკავშირდებით სხვებს.

ქსელში თითქმის ყველა დანიშნულების მიღმა – იქნება ეს ვებ-გვერდი, ბლოგი, სოციალური ქსელი თუ აპლიკაცია – არის საძიებო სისტემა.

როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? გაგიჩნდება კითხვა

1900-იანი წლების ბოლო ათწლეულში საძიებო სისტემების ლანდშაფტი ძალიან კონკურენტული იყო.

შენ გქონდა არჩევანი საძიებო სისტემებს შორის – როგორიცაა AltaVista, Ask Jeeves, Excite, Infoseek, Lycos და Yahoo.

დასაწყისში, ნებისმიერი სახის საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის განხორციელების ერთადერთი გზა იყო გვერდის სსო (On-page SEO).

ეს მოიცავდა ისეთი ფაქტორების ოპტიმიზაციას, როგორიცაა:

  • კარგი შინაარის და შესაბამისობის მქონე კონტენტი
  • საკმარისი რაოდენობის ტექსტი
  • HTML თეგების სიზუსტე
  • შიდა და გამავალი ბმულების სიზუსტე

ამ ეპოქაში კარგი რანგის მოპოვებისთვის ხრიკი იყო უბრალოდ შენი საკვანძო სიტყვების საკმარისად გამეორება შენს ვებ-გვერდებზე და მეტა თეგებში.

გსურდა რანგში გადაგესწრო ვებ-გვერდისთვის, რომელიც საკვანძო სიტყვას 100-ჯერ იყენებდა? მაშინ საკვანძო სიტყვის 200-ჯერ გამოყენება ამ პრობლემას გადაგიჭრიდა.

დღეს ჩვენ ამ პრაქტიკას სპამს ან Keyword Stuffing-ს ვუწოდებთ.

1994

სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჯერი ვანგმა და დევიდ ფილომ კამპუსის თრეილერში შექმნეს Yahoo. Yahoo თავდაპირველად ინტერნეტ სანიშნეების სია და საინტერესო საიტების ცნობარი იყო.

ვებმასტერებს ხელით უნდა გაეგზავნათ თავიანთი გვერდი Yahoo-ს ცნობარში ინდექსაციისთვის, რათა ის Yahoo-ს ეპოვნა, როდესაც მას ვინმე ეძებდა.

ასევე ამ პერიოდში გამოუშვეს AltaVista, Excite და Lycos.

1996

პეიჯმა და ბრინმა, სტენფორდის უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა, შექმნეს და გამოსცადეს Backrub, ახალი საძიებო სისტემა, რომელიც აფასებდა საიტებს შემომავალი ბმულების შესაბამისობისა და პოპულარობის მიხედვით.

Backrub საბოლოოდ გახდა Google.

1997

Webmaster’s Guide-ის წარმატების შემდეგ, დენი სალივანმა გამოუშვა Search Engine Watch, ვებგვერდი, რომელიც ეძღვნებოდა საძიებო ინდუსტრიის შესახებ სიახლეების გამოქვეყნებას, ინტერნეტში ძიების რჩევებს და ინფორმაციას ვებსაიტების უკეთესად რანჟირების შესახებ.

(ათი წლის შემდეგ, SEW-ის დატოვების შემდეგ, სალივანმა დააარსა კიდევ ერთი პოპულარული საძიებო გამოცემა Search Engine Land, და ის ახლა Google-ში მუშაობს.)

ამ პერიოდში Ask Jeeves-ის დებიუტიც შედგა და პირველად დარეგისტრირდა დომენი Google.com.

1998

გამოუშვეს Goto.com დასპონსორებული ბმულებით და ფასიანი ძიებით (Sponsored Links and Paid Search). რეკლამის განმთავსებლები ფულს იხდიდნენ Goto.com-ის ორგანულ ძიების შედეგებზე მაღლა დგომისთვის. Goto.com საბოლოოდ შეიძინა Yahoo-მ.

DMOZ (Open Directory Project) გახდა სსო-ის პრაქტიკოსებითვის ყველაზე მოთხოვნადი ადგილი მათი გვერდების საძიებო სისტემაში გამოჩენისთვის.

1999

ჩატარდა საძიებო მარკეტინგის პირველი კონფერენცია, საძიებო სისტემის სტრატეგიების (სსს/SES) განხილვას ჰქონდა ადგილი.

(სსს კონფერენციების სერია გრძელდებოდა სხვადასხვა სახელწოდებებით და მშობელი კომპანიების ქვეშ 2016 წელს, დახურვამდე.)

გუგლის რევოლუცია

2000 წელს Yahoo-მ ძიების ისტორიაში ყველაზე ცუდი სტრატეგიული ნაბიჯი გადადგა – Google-თან პარტნიორობა დაიწყო და ინქტომის ნაცვლად მათი ორგანული შედეგების მიწოდების უფლება Google-ს მისცა.

ამ დროისთვის Google ნაკლებად ცნობილი საძიებო სისტემა იყო. თითქმის უცნობი.

საბოლოო შედეგი კი იყო ის, რომ Yahoo-ს ძიების ყველა შედეგს ეწერა “Google-ის მიერ მოწოდებული” (Powered by Google) რითიც მათ საბოლოოდ გააცნეს თავიანთი უდიდესი კონკურენტი მსოფლიოს და Google გახდა ყველაზე ცნობილი საძიებო სისტემა.

Google-ის ვებ-ქროულერი და PageRank ალგორითმი რევოლუციური იყო ინფორმაციის მოპოვებაში.

Google განიხილავდა როგორც გვერდის შიდა, ასევე გვერდის გარე ფაქტორებს – გარე ბმულების რაოდენობასა და ხარისხს, რომლებიც მიუთითებდნენ ვებ-გვერდზე (ისევე, როგორც გამოყენებულ anchor ტექსტს).

Google-ის ალგორითმის პრინციპი მდგომარეობდა შემდეგში – “თუ ხალხი შენზე საუბრობს, ესეიგი შენ მნიშვნელოვანი ხარ” .

მიუხედავად იმისა, რომ ბმულები იყო Google-ის საერთო რეიტინგის ალგორითმის მხოლოდ ერთი კომპონენტი, სსო-ს პრაქტიკოსები აღიქვამდნენ ბმულებს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს რის შედეგადაც შეიქმნა ბმულების შენების (Link Building) მთელი ქვე-ინდუსტრია.

მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია გახდა რბოლა რაც შეიძლება მეტი ბმულის მოსაპოვებლად, უფრო მაღალი რანგის იმედით.

ბმულები გახდა მძიმედ ბოროტად გამოყენებული ტაქტიკა, რომელის შედეგებსაც Google-მა მომდევნო წლებში კვლავ უნდა მიხედოს.

2000 წელს ასევე Google Toolbar გახდა ხელმისაწვდომი Internet Explorer-ზე, რომელიც სსო პრაქტიკოსებს საშუალებას აძლევდა დაენახათ მათი PageRank ქულა (რიცხვი 0-10 შორის).

ამას მოჰყვა ბმულების გაცვლის ეპოქა.

2000 წლიდან Google-ის ორგანულ შედეგებს ასევე დაემატა AdWords.

ეს ფასიანი საძიებო რეკლამები ჩანდა ზემოთ, ქვემოთ და Google-ის ბუნებრივ (ანუ ორგანულ) შედეგებში.

ამასობაში 2000 წელს, ვებმასტერების ჯგუფი არაფორმალურად შეიკრიბა ლონდონის ერთ-ერთ პაბში, რათა გაეზიარებინათ ინფორმაცია სსო-ს შესახებ.

ეს არაფორმალური შეკრება საბოლოოდ გადაიქცა Pubcon-ად, დიდ საძიებო კონფერენციების სერიად, რომელიც დღემდე აქტიურია.

მომდევნო თვეებისა და წლების განმავლობაში სსო სამყარო მიეჩვია ყოველთვიურ Google Dance-ს, ან დროის მონაკვეთს, რომლის დროსაც Google განაახლებს თავის ინდექსს, რაც ხშირად რეიტინგის მნიშვნელოვან რყევებს იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ Google-ის ბრინმა ერთხელ თქვა, რომ Google არ ითვალისწინებს ვებ სპამს, მისი აზრი ალბათ შეიცვალა 2003 წლის მომენტისთვის.

SEO გართულდა ფლორიდას (გუგლის განახლება რომელსაც “Florida” დაერქვა, დიახ დანარჩენ განახლებებსაც ასეთი უცნაური სახელები აქვთ) მსგავსი განახლებების შემდეგ, რადგან საძიებო სისტემის ოპტიმიზაცვია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე უბრალოდ საკვანძო სიტყვების X რაოდენობით გამეორება.

2003 წელს, Blogger.com-ის შეძენის შემდეგ, Google-მა გამოუშვა AdSense, რომელიც ემსახურება კონტექსტურ მიზნობრივ Google რეკლამებს გამომცემლების საიტებზე.

ლოკალური სსო & პერსონალიზაცია

დაახლოებით 2004 წელს Google-მა და სხვა ტოპ საძიებო სისტემებმა დაიწყეს გეოგრაფიული ანუ ლოკალური დანიშნულების მქონე მოთხოვნების შედეგების გაუმჯობესება (მაგ., რესტორანი, სანტექნიკოსი ან სხვა ტიპის ბიზნესი ან სერვისის პროვაიდერი თქვენს ქალაქში).

2006 წლისთვის Google-მა გამოუშვა Maps Plus Box, რომლითაც იმ დროს დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ასევე, დაახლოებით 2004 წელს, Google-მა და სხვა საძიებო სისტემებმა ძიების შედეგების პერსონალიზებისთვის დაიწყეს მომხმარებლის მონაცემების უფრო ჭარბად გამოყენება, მონაცემების როგორიცაა ძიების ისტორია და ინტერესები.

ეს იმას ნიშნავდა, რომ შენ მიერ ნანახი შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს იმისგან, რაც ნახა ვიღაცამ, ვინც შენს გვერდით იჯდა კაფეში და იგივეს ეძებდა.

2005 ასევე წელს შეიქმნა nofollow ტეგები, როგორც სპამის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება.

Google-მა ასევე რამდენიმე საყურადღებო განახლება გამოუშვა:

ჯაგერი (Jagger), რომელმაც ხელი შეუწყო არასასურველი ბმულების გაცვლის შემცირებას.
Big Daddy (შექმნილი ჯეფ მენსონის მიერ RealGeeks-დან), რომელმაც გააუმჯობესა Google-ის არქიტექტურა და მისცა გუგლს საშუალება საიტებს შორის ბმულების ღირებულებისა და ურთიერთობის უკეთ გაგების.

YouTube, Google Analytics და Webmaster Tools

2006 წლის ოქტომბერში Google-მა შეიძინა მომხმარებლების მიერ გენერირებული ვიდეო გაზიარების ქსელი YouTube 1,65 მილიარდ დოლარად, რომელიც საბოლოოდ გახდა მეორე ყველაზე ხშირად გამოყენებული საძიებო სისტემა მსოფლიოში.

დღეს YouTube-ს 2 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

Google-მა ასევე გამოუშვა ორი წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი 2006 წელს:

  • Google Analytics. უფასო, ვებ-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტი იმდენად პოპულარული იყო გაშვებისას, რომ ვებმასტერები შეფერხებებთან დაკავშირებით იღებდნენ შეტყობინებებს.
  • Google Webmaster Tools. ახლა ცნობილი როგორც Search Console, Google Webmaster Tools საშუალებას გაძლევს ნახო ქროულინგის შეცდომები, რა ძიებებში გამოჩნდა შენი საიტი და მოითხოვო ხელახალი ინდექსაცია.

ასევე 2006 წელს XML საიტის რუქებმა მოიპოვეს საძიებო სისტემების უნივერსალური მხარდაჭერა.

XML საიტის რუქები ვებმასტერებს საშუალებას აძლევს აჩვენონ საძიებო სისტემებს, მათი ვებ-გვერდის ყველა URL, რომელიც ხელმისაწვდომია ქროულერისთვის.

XML საიტის რუკა შეიცავს არა მხოლოდ URL-ების ჩამონათვალს, არამედ საჭირო ინფორმაციის მთელ რიგს, რომელიც დაეხმარება საძიებო სისტემებს უფრო ჭკვიანურ ქროულინგში.

უნივერსალური ძიება

შეიძლება ითქვას, რომ 2007 წლიდან საძიებო სისტემამ ახალი საინტერესო და განვითარებული გზა დაიწყო.

ყველა ეს განახლება მიზნად ისახავდა მომხმარებლებისთვის ძიების გამოცდილების გაუმჯობესებას.

დავიწყოთ Google-ის უნივერსალური ძიებით.

ამ მომენტამდე, ძიების შედეგები შედგებოდა 10 ლურჯი ბმულისგან.

შემდეგ Google-მა დაიწყო ტრადიციული ორგანული ძიების შედეგების შერწყმა სხვა ტიპის ვერტიკალურ შედეგებთან, როგორიცაა ახალი ამბები, ვიდეო და სურათები.

ეს იყო ყველაზე დიდი ცვლილება Google ძიებაში და სსო-ში ფლორიდის განახლების შემდეგ

2008 წელს Google-მა გამოუშვა განახლება ვინსი (Vince).

დიდი ბრენდები SERP-ებში ბევრად უკეთეს რანგზე იყო.

Google-ის თანახმად, ეს ნამდვილად არ იყო გამიზნული.

Google-ს სურდა ალგორითმი მეტად სანდო ყოფილიყო (დიდ ბრენდებს უფრო მეტი ნდობა აქვთ ვიდრე პატარა და ნაკლებად დამკვიდრებულ ბრენდებს).

ამ განახლებიდან მალევე, Google-მა გამოუშვა კიდევ ერთი განახლება ინდექსირების სიჩქარის გასაუმჯობესებლად, სახელწოდებით კოფეინი (Caffeine).

2010 წელს Google-მა გამოაცხადა, რომ საიტის სიჩქარე იყო რეიტინგის ფაქტორი.

Bing & საძიებო სისტემების ალიანსი

2009 წელს Microsoft Live Search გახდა Bing.

აშშ-ს საძიებო ბაზრის Google-ის თითქმის 70%-იანი კონტროლთან პაექრობისთვის Yahoo და Microsoft გაერთიანდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ Bing გახდა #2 საძიებო სისტემა, საბოლოოდ მაინც ვერ აჯობა გუგლს. 2020 წლის ოქტომბერში, Bing-მა რებრედნიგი განიცადა და ოფიციალურად შეიცვალა Microsoft Bing-ად.

სოციალური მედიის აღზევება

კიდევ ერთი ფენომენი გაჩნდა 2000-იანი წლების ბოლოს: სოციალური ქსელები.

Google-მა დიდი ფსონი დადო YouTube-ზე (თუმცა ის კვლავ ცდილობდა ასპარეზს ამ მომენტში უკვე გაუქმებული Google+-ით).

მაგრამ სხვა ქსელები, როგორიცაა Facebook, Twitter და LinkedIn, ყველა გამოჩნდნენ როგორც ძირითადი მოთამაშეები.

სოციალური მედიის ზრდასთან ერთად გაჩნდა ვარაუდი, რომ სოციალურ სიგნალებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ძიების რეიტინგებზე.

დიახ, სოციალურ მედიას შეუძლია დაეხმაროს სსო-ს, მაგრამ ირიბად – ისევე, როგორც მარკეტინგის სხვა ფორმებს შეუძლიათ მეტი ტრაფიკის მოზიდვა თქვენს ვებსაიტზე და გაზარდონ ბრენდის ცნობადობა – რაც წარმოშობს საძიებო მოთხოვნას.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური გაზიარებების გავლენას (ლაიქები, ტვიტები და ა.შ.) წლების განმავლობაში Google როგორც რეიტინგის ფაქტორს უარყოფდა, ისინი კვლავ მიიჩნევიან რანგის ფაქტორად მრავალ კვლევაში, რომელიც სსო-ს რანგის ფაქტორებს ეხება.

სქიმა (Schema)

Schema markup, მიკრომონაცემების ფორმა, დაინერგა 2011 წელს, რათა დაეხმაროს საძიებო სისტემებს მოთხოვნის კონტექსტის ინტერპრეტაციაში. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სქემის მარკირების ყველა ტიპი Schema.org-ზე.

სქემა არ არის რანგის ფაქტორი. და, მცირე მტკიცებულება არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ მას აქვს გავლენა თქვენი ძიების შესრულებაზე.

თუმცა, სქემა გეხმარებათ გამოირჩეოდეთ SERP-ებში მდიდარი და გამორჩეული snippet-ებით.

მაგალითად, საძიებო სისტემის ჟურნალის ვებინარში, Milestone-მა გააზიარა, რომ მათ დაინახეს 33-66%-იანი მატება ძიების შთაბეჭდილებებში (Search Impressions) სწრაფი კვების რესტორნების ქსელის მდებარეობებისთვის სქემის დანერგვის შემდეგ.

InLinks-ის კიდევ ერთმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სქემის მქონე საიტებმა უკეტესი რანგი მოიპოვეს სქემის დანერგვის შემდეგ.

თუ არ ხართ დარწმუნებული, სწორად დანერგეთ თუ არა სტრუქტურირებული მონაცემები, შეამოწმეთ ისინი Google-ის სტრუქტურირებული მონაცემთა ტესტირების ხელსაწყოში.

გუგლის ზოოპარკი: პანდა & პინგვინი

ალგორითმის ორმა მთავარმა განახლებამ – პანდამ 2011 წელს და პინგვინმა 2012 წელს – დიდი გავლენა მოახდინა სსო-ზე, რომელიც დღემდე იგრძნობა, როცა Google-მა კიდევ ერთხელ სცადა ძიების შედეგების გასუფთავება და მაღალი ხარისხის საიტების დაჯილდოება.

Google-ის SERP-ები ასევე გადატვირთული იყო ვებსაიტებით, რომლებიც გამოსახული იყო არაორიგინალური და ავტომატურად გენერირებული კონტენტით – და ზოგიერთ შემთხვევაში, scraper საიტები უსწრებდნენ რეალური კონტენტის შემქმნელებს.

შედეგად, ეს საიტები უამრავ სარეკლამო შემოსავალს იღებდნენ.

მაგრამ მას შემდეგ, რაც Google-მა პანდას განახლება 2011 წელს გამოუშვა, ბევრ ვებ-გვერდს ტრაფიკის უმეტესი ნაწილი, თუ არა სრუილად, ერთ ღამეში გაუქრა.

Google-მა მოგვაწოდა გარკვეული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ითვლება მაღალი ხარისხის ვებ-გვერდად.

პანდა, რომელიც მიზნად ისახავდა დაბალი ხარისხის (ან თხელი) კონტენტის აღმოფხვრას, პერიოდულად ახლდებოდა მომდევნო წლების განმავლობაში, საბოლოოდ კი Google-ის ძირითად ალგორითმში 2016 წელს გახდა ინტეგრირებული.

მას შემდეგ, რაც ვებ-გვერდებმა პანდას განახლების მიერ გამოწვეული სავალალო შედეგებ განიცადეს, Google-მა გამოუშვა ალგორითმის განახლება, რომელიც მიზნად ისახავდა „აგრესიული სპამის ტაქტიკის“ აღმოფხვრას მისი შედეგებიდან.

პინგვინი, ეს ალგორითმი მიზნად ისახავს ბმულების სქემებს (საიტებს უჩვეულო ბმულის შაბლონებით, მათ შორის ზუსტი შესატყვისი anchor ტექსტის ჭარბად გამოყენებას, რომელიც თქვენ საკვანძო სიტყვებს ემთხვევა)

პინგვინი არ ახლდებოდა ისე ხშირად, როგორც პანდა, ზოგიერთ განახლებას შორის წელიწადზე მეტი გავიდა. პანდას მსგავსად, პინგვინი Google-ის ალგორითმის ნაწილი 2016 წელსგახდა

შემდეგი ნაბიჯი Google-ის საძიებო სისტემაში მოვიდა 2013 წლის სექტემბერში Hummingbird-ის სახით, ახალი ალგორითმი, რომელიც შექმნილია ბუნებრივი ენის მოთხოვნებისა და სასაუბრო ძიების გასაუმჯობესებლად.

მობილურის (და ხმოვანი ძიების) განვითარებასთან ერთად, Google-ს უნდა გადაეკეთებინა მისი ალგორითმი თანამედროვე მაძიებლების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

Hummingbird ითვლებოდა Google-ის ძირითადი ალგორითმის ყველაზე დიდ ცვლილებად 2001 წლიდან. ცხადია, Google-ს სურდა უფრო სწრაფი და შესაბამისი შედეგების მიწოდება, განსაკუთრებით მობილური მომხმარებლებისთვის.

მობილური – უპირველეს ყოვლისა (Mobile-First)

2015 წელს, იყო მობილურის წელი – მომენტი, როდესაც მობილურმა ძიებებმა პირველად Google-ზე დესკტოპის ძიებებს გადააჭარბა. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ნედლი ძიების რიცხვებია, ფაქტად რჩება, რომ ძიების განზრახვა საკმაოდ განსხვავებულია და კონვერტაციაც გაცილებით დაბალია მობილურ მოწყობილობებზე.

2015 წელს Google-მა გამოუშვა მობილურებისთვის მოსახერხებელი (Mobile Friendly) ალგორითმის განახლება, რომლის მიზანი მომხმარებლებისთვის „ყველაზე შესაბამისი და დროული შედეგების მიცემა, იქნება ეს ინფორმაცია მობილურისთვის მოსახერხებელი ვებ-გვერდებზე თუ მობილურ აპებზე“.

გვერდების დასაჩქარებლად, Google-მა ასევე შემოიტანა Accelerated Mobile Pages (AMP) 2016 წელს.

AMP-ის იდეა იყო შინაარსის მყისიერად ჩატვირთვა. ბევრმა საინფორმაციო მედიამ და გამომცემელმა სწრაფად აითვისა AMP, რომელსაც დიგმაც ამაყად იყენებს.

ეს შეიძლება არ გაგიკვირდეს, მაგრამ 2017 წლის იანვარში Google-მა გამოაცხადა, რომ აწი გვერდის სიჩქარე მობილური ძიების რეიტინგის ფაქტორია.

2019 წლის ივლისში, Mobile-fist ინდექსირება ჩაირთო ყველა ახალი ვებ-გვერდისთვის. ხოლო, 2021 წლის მარტისთვის, ყველა ვებ-გვერდი გადავიდა Mobile-fist ინდექსირებაზე.

Machine Learning და ჭკვიანი ძიება

დღეს Google საძიებო სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლის ინფორმირება და დახმარება მოახდინოს და არა მხოლოდ ბმულების სია აჩვენოს.

ამიტომაც Google-მა ჩადო მანქანური სწავლება თავის ყველა პროდუქტში – მათ შორის საძიებო სისტემაში, Gmail, რეკლამებში, Google Assistant და სხვა.

ძიების თვალსაზრისით, უკვე გამოვცადეთ მანქანური სწავლების გავლენა Google RankBrain-ით.

2015 წლის ოქტომბერში, RankBrain თავდაპირველად გამოიყენებოდა იმ ძიებების 15%-ის ინტერპრეტაციისთვის, რომლებიც Google-ს აქამდე არასდროს უნახავს, ​​მომხმარებლის მიერ შეყვანილი სიტყვების ან ფრაზების საფუძველზე.

მას შემდეგ, Google-მა გააფართოვა RankBrain ყველა ძიებაზე გასაშვებად.

მიუხედავად იმისა, რომ RankBrain გავლენას ახდენს რეიტინგზე, ის არ არის რეიტინგის ფაქტორი ტრადიციული გაგებით, სადაც თქვენ დაჯილდოვდებით უკეთესი რეიტინგებით.

და კიდევ ბევრი რამ იქნება მალე ინტელექტუალური ძიების სამყაროში.

  • გაიზარდა ხმოვანი ძიებები
  • საკმაოდ განვითარდა ვიზუალური ძიება
  • მომხმარებლები (და ბრენდები) სულ უფრო ხშირად იყენებენ ჩატბოტებს და იყენებენ პერსონალურ ასისტენტებს (მაგ., Apple-ის Siri, Amazon-ის Alexa და Microsoft-ის Cortana).

ტექნოლოგიის ეს მიღწევები გვეუბნება იმას, რომ წინ უფრო საინტერესო დრო გველის მათ, ვისაც სსო-ს აინტერესებს და დიგმას ერთგული მომხმარებელია.

ბერტი (Bert)

BERT Google ალგორითმის ყველაზე დიდი განახლებაა RankBrain-ის შემდეგ.

BERT ნიშნავს (Bidirectional Encoder Representations from Transformers), რაც გამოიყენება ბუნებრივი ენის დამუშავებისთვის.

არსებითად, ის ეხმარება გუგლს უკეთ გაიგოს საძიებო მოთხოვნების კონტექსტი.

მაგალითად, სიტყვა „Bat“ შეიძლება ნიშნავდეს ღამის ფრთიან ცხოველს, რომელიც ხშირად ასოცირდება ბეტმენთან. ან, ის შეიძლება იგულისხმეოდეს ბეისბოლის მოთამაშის ხელკეტად.

BERT-ით Google-ს შეუძლია კონტექსტის ამოკვეთა ძიების უკეთესი შედეგების მისაღებად.

რაც BERT-ს კიდევ უფრო უკეთესს ხდის არის ის, რომ Google-ს ახლა შეუძლია გამოიყენოს თქვენი საკვანძო სიტყვების გარშემო არსებული სიტყვები, რათა დაეხმაროს თავის ქროულერებს თქვენი შინაარსის დამუშავებაში.

დასკვნა

საძიებო სისტემებმა და სსო-მ დიდი გზა გამოიარეს 1990-იანი წლებიდან დღემდე.

ამ პოსტში მხოლოდ რამდენიმე გზას შევეხეთ.

მიუხედავად იმისა, რომ საძიებო სისტემები და სსო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდნენ, ერთი რამ ნამდვილად ფაქტად რჩება: სანამ არსებობს საძიებო სისტემები, სსო იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

შენ და დიგმამ კი მხოლოდ ახლა დაიწყეთ.

Back to top