შენს წინაშეა რანგის ფაქტორები, კონკრეტულად კი 8 ძირითადი ფაქტორი, რომელიც საძიებო სისტემაში რანჟირებას უწყობს ხელს.
სსო/SEO-ს საზოგადოება მუდმივად ვეძებთ ახალ ფაქტორებს, რომლებიც რანჟირებას უწყობენ ხელს და ჩვენ ორასზე მეტი უკვე აღმოვაჩინეთ. რეალურად Google მეტსაც კი იყენებს.
უმეტესობას ამ ორასიდან ძალიან მცირე მნიშვნელობა აქვს საძიებო სისტემის ოპტიმიზაციისთვის და ხშირად არსებული კარგი რანგის სრულყოფილებამდე მიყვანისთვის ან უბრალოდ თავის დასამშვიდებლად გამოიყენება.
დიგმა აუცილებლად გაგაცნობს ორასივე ან მეტ რანგის ფაქტორს თუმცა მანამდე ძირითად რვას გაეცანი, რომლებსაც ნამდვილად აქვთ დიდი მნიშვნელობა სსო-სთვის
Google-ის ჯონ მიულერის პასუხი კი კითხვაზე თუ “რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი” – ასეთია.
- რა არის რანგის ძირითადი ფაქტორი გუგლში?
- 1. გამოაქვეყნე მაღალი ხარისხის კონტენტი
- 2. შექმენი შენი ვებ-გვერდი მობილურისთვის
- 3. გააუმჯობესე გვერდის გამოცდილება
- 4. გვერდის სიჩქარის ოპტიმიზაცია
- 5. გვერდის ოპტიმიზაცია
- 6. შიდა ბმულების სტრუქტურა
- 7.იმუშავე შესაბამის და ავტორიტეტული გარე ბმულების შექმნაზე
- 8. ლოკალური ფაქტორი
- დასკვნა
რა არის რანგის ძირითადი ფაქტორი გუგლში?
განსაკუთრებული თანმიმდევრობისა და პრიორიტეტის მინიჭების გარეშე შეგვიძლია ჩამოვთვალოთ 8 ძირითადი რანგის ფაქტორი Google-ში. ესენია:
- მაღალი ხარისხის კონტენტი.
- მობილურისთვის ოპტიმიზებულობა (Mobile-first).
- გვერდზე კარგი გამოცდილების მიღების საშუალება (Page Experience).
- გვერდის სიჩქარე (Page speed).
- გვერდის ოპტიმიზაცია (On-page optimization).
- შიდა ბმულები (Internal Links).
- გარე ბმულები (External Links).
- ლოკალურობა
1. გამოაქვეყნე მაღალი ხარისხის კონტენტი
შენი ვებსაიტის თუ ბლოგის კონტენტის ხარისხი კვლავ გადამწყვეტია. კონტენტი კვლავ მეფობს.
შენმა კონტენტმა უნდა უზრუნველყოს ღირებული ინფორმაცია. რეალური ღირებულების გარეშე გვერდების შექმნას შეიძლება ითქვას, რომ აზრიც კი არ აქვს. ამას Google-ის პანდის და ფრედის განახლებები ალგორითმის განაპირობებენ.
გვერდები, როგორიცაა ამ პორტალის საიტი.
ან, ეს.
ისეთი დიდი ბრენდებიც კი, როგორიცაა eBay და Apple, არ იმსახურებენ კონტენტის გვირგვინს. მოკლე კონტენტის ქონამ წარსულში ორივე ბრენდს ავნო.
მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნა გულისხმობს, რომ მომხმარებლები გვერდზე მეტ დროს გაატარებენ, შემცირდება გადახტომის მაჩვენებელი (bounce rate) და რაც მთავარია ეს კონტენტი იქნება იქნება სასარგებლო.
ასეთი ბლოგ გვერდები და ასეთი სახელმძღვანელოები არის ის მაღალი ხარისხის კონტენტი, რომელიც საძიებო სისტემებს და მომხმარებლებს სურთ.
მაღალი ხარისხის კონტენტის მქონე გვერდებს უფრო მეტის სჭირდებათ დღევანდელი სსო-სთვის, ვიდრე უბრალოდ კარგად დაწერილი და გრძელი კონტენტის ქონა. რანგში მაღლა ყოფნისთვის მათ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:
რენქბრეინი (RankBrain)
მომხმარებელთა საძიებო განზრახვის (Searcher intent) ცოდნა აუცილებელია, როდესაც ქმნი გვერდებს, რომლებმაც ორგანული ტრეფიკსი უნდა შეგიქმნას. სწორედ ამისთვის გამოიყენება RankBrain.
RankBrain არის Machine Learning სისტემა, რომელიც ეხმარება Google-ს გაიგოს საძიებო მოთხოვნის მიზანი.
მაძიებლის განზრახვის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც მიულერმა აღნიშნა, განზრახვა შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში.
Google-მა ძიების შედეგებიც კი განაახლა ახალი გამორჩეული ფრაგმენტით, რომელიც შექმნილია „მრავალმიზნობრივი“ (multi-intent) მოთხოვნებისთვის.
იმის გასაგებად, თუ რა არის შენი სამიზნე მაძიებლის განზრახვა, შენ უნდა შეხვიდე შენს Google Analytics-ში, რათა ნახო რას ეძებენ მომხმარებლები.
საბედნიეროდ ამის გამარტივების არაერთი გზა არსებობს.
ანგარიშები, როგორიცაა ‘საიტის ძიება’ (Site Search) და ‘მომხმარებლის ნაკადი’ (User Flow), მოგცემს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რას ეძებენ შენი მომხმარებლები.
ასევე შეგიძლია ნახო Performance Report – Google Search Console-ში. ეს მოგცემს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რაზე აწკაპუნებენ შენი მომხმარებლები შენს ვებ-გვერდზე მოსახვედრად.
საკვანძო სიტყვების გამოყენება
საკვანძო სიტყვების კვლევა და მათი ცოდნა დაგეხმარება ხარისხიანი კონტენტის შექმნაში.
კონკურენტების კვლევისა და ინფორმაციის შეგროვების საშუალებით, შენი აუდიტორიისთვის შეგიძლია აღმოაჩინო ისეთი საკვანძო სიტყვები რომლებსაც აქვთ ძიების საშუალო მოცულობა (Search Volume) მაგრამ მაღალი დაწკაპუნების მაჩვენებელი (Click-through rate).
ერთ-ერთი დამამტკიცებელი საბუთი ამის შეგიძლია იხილო აქ.
ასევე იხილეთ Google-ს კვლევა იმაზე თუ როგორ და რა საკვანძო სიტყვებს მოემატათ ძიების მოცულობა 60%ით მობილურ მოწყობილობებზე ბოლო 2 წლის განმავლობაში.
ანდრეა ლერი, Fractl-ის Brand Relationship სპეციალისტმა გაგვიზიარა თავისი ხედვას ამ პროცესზე.
გასულია ის დრო როდესაც ცალკეულ საკვანძო სიტყვებს ვიკვლევდით.
დღეს უმჯობესია საკვანძო სიტყვები საკვანძო ფრაზებად გარდაქმნა და თემატურობით გაანაწილო. იფიქრე სინონიმებზეც და მიზნად დაისახე მსგავსი ტიპის საკვანძო სიტყვების გამოყენება.
სიახლეები
ის, რომ კონტენტი უნდა იყოს ახალი არ უნდა იყოს შენთვის სიახლე . როდესაც Google-მა პირველად გააკეთა განცხადება 2011 წელს, ამან გამოიწვია დაბნეულობა იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავდა „ახალი კონტენტი“ (Fresh Content).
რა არის მარადმწვანე კონტენტი და რა კავშირშია ის ახალ კონტენტთან?
მარადმწვანე კონტენტის ქონისთვის, შენ უნდა განაახლო ის შიგნიდან და არა მხოლოდ მისი ატვითვის თარიღი. ახალი კონტენტი გულისხმობს მის აქტუალურობას რეალურ დროში. მსგავს სტილში უკვე არსებული სტატიების და ზოგადად კონტენტის განახლება კარგ შედეგამდე მიგიყვანს.
მაგალითად, თუ შექმენი ინსტრუმენტების სია, შეგიძლია განაახლო ფასები და ინფორმაცია, რომელიც მიმაგრებულია თითოეულ ხელსაწყოზე.
ამიტომ კარგია კვარტალური კონტენტ-აუდიტის ჩატარება იმის გასაგებად, თუ რომელი ვებ-გვერდი საჭიროებს განახლებას,
2. შექმენი შენი ვებ-გვერდი მობილურისთვის
მობილური პირველ რიგში (Mobile-first), და ამ გზით ვებ-გვერდების ინდექსაცია საბოლოოდ 2021 წლის მარტში გახდა ბოლომდე აქტუალური.
თუ შენ ცალკე გაქვს შენი ვებ-გვერდის მობილური ვერსია, დარწმუნებული იყავი, რომ Google გამოიყენებს შენი მობილური ვერსიის URL-ს და მას დააინდექსებს, დესკტოპ ვერსიის მაგივრად.
ასევე, მობილური ინდექსირება (Mobile-first index) არ უნდა აგვერიოს მობილურის გამოყენებადობასთან (Mobile usability). ამიტომ ახლა ჩავუღრმავდეთ მობილურის გამოყენებადობას, რაც ტექნიკური სსო/SEO-ს მნიშვნელოვანი ნაწილია.
მობილურის გამოყენებადობა
მიუხედავად იმისა, რომ Google-მა თქვა, რომ ისინი საჯაროდ არ ემხრობიან მობილური ვებ-გვერდების შექმნის რომელიმე მეთოდს (იქნება ეს მგრძნობიარე (Responsive), დინამიური თუ ცალკეული URL-ები), როდესაც საქმე რანგს ეხება, მგრძნობიარე ვებ-გვერდი (Responsive Website) მათი რეკომენდებული ფორმატია.
Google-მა განაცხადა, რომ მგრძნობიარე დიზაინი ეხმარება „ალგორითმებს ზუსტად მიაკუთვნონ ვებ-გვერდებს საინდექსო თვისებები, ვიდრე შესაბამისი დესკტოპის/მობილური გვერდების არსებობის სიგნალი“.
მმობილური ინდექსირების ეპოქაში, შენი მობილური ვებ-გვერდი არის საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე (SERP) ყოფნის აუცილებელი პირობა. მიჰყევი Google-ის მითითებებს და დარწმუნდი, რომ შენი კონტენტი ერთნაირია შენს დესკტოპ თუ მობილურ ვებ-გვერდებზე..
მიუხედავა იმისა, რომ მობილური დიზაინის განლაგება (Responsive Layout) არ არის აუცილებელი პირობა მობილური ინდექსაციისთვის, მაგრამ მაინც უმჯობესია მისი ოპტიმიზაცია გვერდის უკეთესი გამოცდილებისთვის და, თავის მხრივ, რეიტინგისთვის.
თუ შეგიძლია როგორმე გაუადვლიო საძიებო სისტემას შედეგების მოპოვება, არ დაიზარო.
3. გააუმჯობესე გვერდის გამოცდილება
გააუმჯობესე შენი მომხმარებლის გამოცდილება
მომხმარებლის გამოცდილება (UX) გავლენას ახდენს სსო-ზე, თუ არ ფიქრობ UX-ზე, შენი ვებ-გვერდი განწირულია მეტაფორულ სანაგვეზე აღმოჩნდეს, ან როგორც ჩვენ ვიტყოდით იქ სადაც მზე არ ანათებს. გუგლის საძიებო სისტემის შედეგების მეორე გვერდზე, ან მესამეზე.
რეალურად, ადამიანების 38% ტოვებს ვებ-გვერდს, თუ კონტენტი და განლაგება არ მოეწონა.
ამის სწორად გაკეთება დიდ სარგებელს მოგიტანს. ციფრული მარკეტინგის სააგენტო Main Street Host-მა, ვებ-გვერდის ნახვების 66%-იანი ზრდა ნახა მათი ადვოკატის პროფილის გვერდებზე კონტენტის განახლებით და ქმედებისკენ მოწოდების ღილაკების ოპტიმიზაციის გზით.
Ezoic-მა ნახა 186%-იანი ზრდა შემოსავლებში ყოველ 1000 ვიზიტორზე უკეთესი UX-ის შექმნის შემდეგ.
მომხმარებლის ისეთი გამოცდილების შექმნა, რომელიც ლამაზად ერწყმის შენს სსო-ს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, SERP-ებში წარმატების მისაღწევად.
საიტის არქიტექტურა
საიტის არქიტექტურა მომხმარებლის გამოცდილებასთან დაკავშირებული კომპონენტია და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სსო-ზე.
ჯონ დოჰერტი კრედოდან ამბობს, “ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება, რაც შემიძლია გავაკეთო, არის ჩემი კლიენტების საიტის არქიტექტურის გამოსწორება.”
ის აგრძელებს ვებ-გვერდის განხილვას, სადაც მან ჩაანაცვლა URL-ები ტეგის და ქვეკატეგორიის გვერდებზე, რათა საიტის არქიტექტურაში უფრო მაღალი პრიორიტეტი ქონოდა. მან ორგანული სესიები გაზარდა 74%-ით და თითოეული გვერდის სესია კი 41%-ით.
საიტის არქიტექტურა არა მხოლოდ ეხმარება მომხმარებლებს იპოვონ ის, რასაც ეძებენ ვებ-გვერდზე უკეთესი ნავიგაციით, არამედ ასევე საძიებო სისტემის ქროულერებს, იპოვონ მეტი გვერდი ვებსაიტზე.
მოკლედ, რომ ვთქვათ, შენი ვებსაიტი ადვილად გამოსაყენებელი უნდა იყოს.
ყველა გვერდი და ნავიგაცია უნდა იყოს განლაგებული რაც შეიძლება მარტივად.
მომხმარებელს უნდა დასჭირდეს მხოლოდ სამი-ოთხი დაწკაპუნება ვებსაიტზე ნებისმიერი გვერდის მოსაძებნად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი დიდ ვებსაიტებზე, არსებობს გზები, რომლებიც დაეხმარება მომხმარებლებს მოძებნონ და იპოვონ ის, რაც მათ სჭირდებათ.
იმის შემდეგ რაც გუგლის Page Experience განახლება გამოეშვა, საიტის არქიტექტურა უფრო დიდ გავლენას ახდენს შენს სსო-ზე.
ვებისთვის საციცოხლოდ მნიშვნელოვანი (Core Web Vitals)
როგორც Google-ის ჯონ მიულერმა აღნიშნა, Core Web Vitals უფრო მეტია, ვიდრე ჩვენ გვგონია. ეს მეტრიკა გავლენას ახდენს სსო-სთან დაკავშირებულ ბევრ სხვა ფაქტორზე.
მაგალითად, Core Web Vitals გავლენას ახდენს გამოყენებადობაზე. შენი UX, გვერდის სიჩქარე და კონტენი გავლენას ახდენს კონვერსიის სიჩქარესა და სიხშირეზე.
არსებითად, Core Web Vitals შეიქმნა იმისათვის, რომ დაგეხმაროთ მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნაში.
შექმენი უსაფრთხო ვებსაიტი (HTTPS)
დოქტორმა პიტ ჯ. მეიერსმა დაწერა, რომ Google-ის პირველი გვერდის შედეგების 30% იყენებდა HTTPS-ს.
მიუხედავად იმისა, რომ HTTPS-ზე გადართვა სულაც არ დააზარალებს შენს ვებსაიტს, რაღაცები მაინც შეიცვალა მას შემდეგ, რაც Google-მა პირველად გამოაცხადა HTTPS, როგორც რანგის სიგნალი ჯერ კიდევ 2014 წელს.
2017 წელს Google-მა გამოაცხადა, რომ ბრაუზერი Chrome (რომელსაც ჩვენგანის 45% იყენებს) ჩათვლიდა ისეთ ვებსაიტებს, რომლებიც არ იყენებენ HTTPS-ს როგორც არა უსაფრთხოს (რაც URL-ის ჩაწერისას მარცხენა მხარეს ჩანს).
მათი საბოლოო გამაფრთხილებელი განცხადების შემდეგ, შენ bounce rate-ის დიდ ზრდას შეამჩნევდი, თუ არ შეცვლიდი HTTPS-ზე შენს ვებსაიტს.
აი, როგორ გამოიყურება Chrome მაშინ როდესაც HTTPS-ს იყენებ:
ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ გუგლს HTTPS აუცილებლად მიაჩნია.
თუმცა, HTTPS-ზე (და SSL-ზე, რადგან ისინი ერთად მუშაობენ) შეცვლამ შეიძლება ასევე პრობლემებიც შეგიქმნას თუ არასწორად გააკეთე, მაგ: URL Canonicalization და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ ის თავისთავად არ ახდენდა მნიშვნელოვან გავლენას სსო-ზე, Chrome-ის ეს კონკრეტული განახლება შეიძლება ნიშნავდეს, რომ შენი საიტის ამ სახით შეცვლა ნამდვილად ღირს.
სარეკლამო გამოცდილება (Ad Experience)
Ad Experience ამოქმედდა 2017 წელს და მიზნად ისახავდა Chrome-ის მომხმარებლებს.
Chrome-ს შეეძლო წაეშალა ყველა რეკლამა შენი ვებსაიტიდან იმ შემთხვევაში თუ შენი რეკლამა არღვევდა სტანდარტებს. Chrome-ს შეუძლია გავლენა მოახდინოს ვებსაიტების მფლობელებზე აგრესიული რეკლამის განსათავსების გამო.
სარეკლამო გამოცდილება დაკავშირებულია გვერდის გამოცდილებასთან და Core Web Vitals-თან, რადგან მასზე გავლენას ახდენს მომხმარებლის გამოცდილება და როგორ ურთიერთობს მომხმარებელი შენს ვებსაიტთან.
4. გვერდის სიჩქარის ოპტიმიზაცია
მას შემდეგ რაც გუგლი გადავიდა მობილურ ინდექსირებაზე და დესკტოპი წარსულში დატოვა, ერთ-ერთი რანგის ფაქტორი 2018 წელს გახდა გვერდის სიჩქარე.
რაც უფრო ნელა იტვირთება შენი ვებსაიტი, მით უფრო მეტ ვიზიტორს და შემოსავალს დაკარგავ.
Amazon-ს მხოლოდ ერთი წამი შეიძლება $1,6 მილიარდად დაუჯდეს ყოველწლიურად.
ბრიტანულმა გამოცემა The Telegraph-მა დაადგინა, რომ ოთხი წამის დაგვიანებამ გვერდის ნახვები 11,02%-ით შეამცირა.
რატომ უნდა გარისკო?
არსებობს ინსტრუმენტები ვებსაიტის გვერდის საშუალო სიჩქარის შესამოწმებლად.
Lighthouse შენი მეგობარია.
ბევრი რამის გამოსწორება შედარებით მარტივია, თუ იცი რასაც აკეთებ (მაგალითად, ყველამ არ იცის როგორ მინიმიზაცია გაუწიოს JavaScript-ს).
გვერდების უფრო სწრაფად ჩატვირთვა ვებსაიტზე უკეთეს გამოცდილებას ნიშნავს, შესაბამისად, ის Google-ის მობილურ რანგის ფაქტორად გვევლინება.
5. გვერდის ოპტიმიზაცია
გვერდის გამოცდილებასთან მჭიდრო კავშირშია გვერდის ოპტიმიზაცია (On-page optimization), რომელიც კონტენტის და სსო-ს უკან დგას.
ეს ასპექტები წლების განმავლობაში არსებობს და კვლავაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შენი ვებსაიტის ხილვადობასა და SERP-ში საკვანძო სიტყვებზე რანჟირებაზე.
Mockingbird-ის ორგანული ტრაფიკი 62%-ით გაიზარდა, მაგალითად, მხოლოდ H1 ტეგების განახლებით.
Brand New Copy-მ ორგანული ტრაფიკი 48%-ით გაზარდა მეტამონაცემების და შიდა ბმულების სტრუქტურის დახვეწით..
შენი ვებსაიტის ოპტიმიზაცია დაეხმარება შენს მაღალხარისხიან კონტენტს იქნას ნაპოვნი საძიებო სისტემებისა და მომხმარებლების მიერ.
ეს არის მხოლოდ რამდენიმე გზა, რომლითაც გვერდის ოპტიმიზაცია ვებსაიტის რანგს უკეთესობისკენ ცვლის.
მეტამონაცემები
ეს ინფორმაცია მოიცავს შენი ვებსაიტის სათაურის ტეგს (Title tag) და გვერდის აღწერილობას (Description tag) – ინფორმაციას შენი გვერდების შესახებ, რომლებსაც მომხმარებლები ხედავენ SERP-ში.
Google ზოგჯერ ამოაქვს კონტენტი გვერდიდან და დინამიურად ათავსებს მას აღწერილობის სახით SERP-ებში, როდესაც ის უკეთ ემთხვევა მომხმარებლის მოთხოვნას.
შექმენი საუკეთესო სათაურები და აღწერილობები შენი გვერდებისთვის, მაგრამ გახსოვდეს, რომ ისინი ყოველთვის არ იქნება გამოყენებული გუგლის მიერ.
რომ იცოდე კიდევ ბევრი მეტა ტეგია სსო-ში. დაფიქრდი ამაზე: ერთი კონკრეტული მეტათეგის უბრალო დამატებამ შეიძლება Google Discover-ში დაწკაპუნებების 300%-იანი ზრდა გამოიწვიოს.
სქემა – სტრუქტურირებული მონაცემები (Schema)
სქემის მარკირება (Schema markup) არის ვებსაიტის კიდევ ერთი „ფარული“ კომპონენტი, რომელიც საძიებო სისტემებს უფრო მეტს უყვება შენი კონტენტის შესახებ.
შეიქმნა 2011 წელს, და ამ დროისთვის მოიცავს 600-მდე სხვადასხვა სახის ინფორმაციას, რომელიც შეგიძლია შეიტანო.
სქემები საძიებო სისტემებს უადვილებს ვებსაიტზე არსებითი ინფორმაციის იდენტიფიცირებას.
მაგალითად, შენი ადგილობრივი ბიზნესისთვის სქემები შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:
სესიაზე, „როგორ გამოირჩეოდეთ ძიებაში სტრუქტურირებული მონაცემებით“ Google I/O-ში, Google-ის ენდრიუ ვალენტემ გააზიარა ქეისი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ უწყობს ხელს Schema და მდიდარი შედეგები (Rich results) ჩართულობის და დაწკაპუნებების გაზრდას.
Rotten Tomatoes 25%-ით გაეზარდა დაწკაპუნების მაჩვენებელი მარკირების მქონე გვერდებზე. და, Food Network-მა ნახა 35%-იანი ზრდა ვიზიტებზე მარკირების მქონე რეცეპტებზე.
სქემის მარკირება არის ის, რაც ეხმარება Google-ს აჩვენოს მდიდარი ნაწყვეტები (Rich snippets) ძიების შედეგებში, რაც მას საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს.
შენ შეგიძლია დაამატო სქემა გვერდის სათაურში JSON-LD-ის გამოყენებითაც. გამოიყენე Hall Analysis-ის მსგავსი გენერატორი რათა საქმე გაიმარტივო.
გამორჩეული ნაწყვეტები (Featured Snippets)
გამორჩეული ნაწყვეტები ან ფრაგმენტები, რომლებსაც ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც სასურველ 0 პოზიციას, არის გვერდის კონტენტიდან ამოღებული და პირდაპირ ძიების შედეგებში ჩასმული ნაწყვეტი.
თუ შენ გსურს შენი კონტენტის გამორჩეული ფრაგმენტი გამოჩნდეს SERP-ში და არა შენი კონკურენტის, უნდა გესმოდეს RankBrain-ის და მოთხოვნის მიღმა ძიების მიზნის, რომლისთვისაც გსურს რანჟირება.
თუ შენი კონტენტი უკეთ სცემს პასუხს საძიებო მოთხოვნის მიღმა განზრახვას, საძიებო სისტემები მოიხმარენ შენს კონტენტს გამორჩეულ ფრაგმენტში.
თუ გსურს დამატებით გაეცნო პროცესს და ჩვენს რჩევებს იხილე გამორჩეული ნაწყვეტების ოპტიმიზაციის ხერხები.
Google Discover
Google Discover არის კონტენტთან დაკავშირებული ერთ-ერთი უახლესი სსო ფაქტორი.
Google Discover-ს აქვს ორგანული ტრაფიკის გაზრდის უფრო დიდი პოტენციალი, ვიდრე სტანდარტულ ძიების შედეგებს.
იმის სანახავად, არის თუ არა შენი ვებსაიტი Google Discover-ის რეიტინგში, შეამოწმე ანგარიში Google Search Console-ში. გუგლის დოკუმენტაცია კი შეგიძლია იხილო აქ.
რჩევების მისაღებად იხილე სტატია – საუკეთესო კონტენტი Google Discover-ისთვის.
6. შიდა ბმულების სტრუქტურა
შიდა ბმულების სტრუქტურა ეხმარება მომხმარებლებს და საძიებო სისტემებს უკეთ მოძებნონ გვერდები.
დიგმა გთავაზობს სტატიას შიდა ბმულების სტრუქტურის ხუთი საუკეთესო პრაქტიკა.
მოკლედ, რომ გაგაცნო:
- მომხმარებლის გამოცდილება.
- ბმულების ნაკადის მართვა (მაგ. სად მიდის ტრაფიკი შენს საიტზე მოხვედრის შემდეგ).
- საგზაო რუქის აგება კონკრეტული კონტენტის თემების გარშემო.
- კანონიკურები (მთავარი გვერდები – Canonicals).
- პრიორიტეტული გვერდების ინდექსირება.
ეს ნიშნავს, რომ შენი საიტის სხვადასხვა გვერდებთან დაკავშირების სტრატეგია პირველ რიგში მომხმარებელზე უნდა იყოს ორიენტირებული. შემდეგ კი შეგიძლია ფოკუსირებდე იმაზე, თუ როგორ მიიყვან ტრაფიკს სხვადასხვა გვერდების კომპლექტზე.
იფიქრე იმაზე, თუ როგორ შეუძლია ბმულების შიდა სტრუქტურას დაეხმაროს მომხმარებლებს კონვერტაციაში, შენი ნიუსლეთერის გამოწერიდან – შენი პროდუქტის დემოს მოთხოვნამდე ან თუნდაც პროდუქტის შეძენამდე.
7.იმუშავე შესაბამის და ავტორიტეტული გარე ბმულების შექმნაზე
ბმულები რჩება სსო-ს ერთ-ერთ წამყვან კომპონენტად კარგი რანჟირებისთვის.
დააიგნორე ის, ვინც ამბობს, რომ შეგიძლია წარმატებას შემომავალი ბმულების (Inbound Links a.k.a Backlinks) გარეშე მიაღწიო.
სისულელე იქნება არ გამოვიყენოთ რაიმე ძლიერი ბმულების შენების სტრატეგია.
იმის გამო, რომ თითოეული ინდუსტრია უნიკალურია, თითოეული მათგანისთვის არსებობს სხვადასხვა სტრატეგია.
ეძებ იდეებს? შენს განკარგულებაშია დიგმას ბმულების შექმნის სახელმძღვანელო.
მიუხედავად იმისა, რომ ბმულებმა შეიძლება დაკარგონ ღირებულება მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ისინი კვლავ რანგის ღირებულ ფაქტორს წარმოადგენენ.
8. ლოკალური ფაქტორი
Google გვეუბნება, რომ ლოკალური რანჟირება იყოფა სამ ძირითად ფაქტორად:
შესაბამისობა (Relevance)
შესაბამისობა ან რელევანტურობა დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენად ახლოსაა ბიზნესი მაძიებლის მოთხოვნასთან. შენ შეგიძლია შეამოწმო საძიებო მოთხოვნები, როგორიცაა „საუკეთესო შაურმა“, და ნახო მაქსიმალურად შესაბამისი შედეგები გუგლის საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე.
შენი ბიზნესის ლისთინგი, როგორიცაა Google My Business, Bing Places-ის ლისთინგი და ა.შ. დაკავშირებულია შენს NAP-თან (სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი – Name, Address, Phone Number) და შენს ბიზნესთან დაკავშირებულ სხვა ძირითად ატრიბუტებთან. მთავარია სრულად და დეტალურად შეავსო ყველა ბიზნეს ინფორმაცია ამ დირექტორიაში, რათა დაეხმარო საძიებო სისტემებს უკეთ გააცნობიერონ შენი ბიზნესი და დაეხმარება შეუსაბამონ ის მომხმარებლის მოთხოვნებს.
დისტანცია (Distance)
დისტანცია გულისხმობს ფიზიკურ მანძილს შენს ბიზნესსა და მაძიებელს შორის. რაც უფრო ახლოს არის შენი ბიზნესი მაძიებელთან, მით უფრო მაღალია შანსი, რომ მდებარეობა გამოჩნდება ლოკალური რუკის შედეგებში.
სწორედ აქ გვხვდება საძიებო მოთხოვნები „ჩემთან ახლოს – near me“.
სქრინი გადაღებულია 2022 წლის 27 თებერვალს
ცნობადობა
ცნობადობა გილისხმობს შენი ბიზნესის პოპულარობას ოფლაინში. Google ზუსტად ამბობს, თუ რას გულისხმობს როცა ზომავს ცნობადობას:
„ცნობადობა ეფუძნება ინფორმაციას, რომელიც Google-ს აქვს ბიზნესის შესახებ, ინტერნეტიდან, ბმულებით, სტატიებითა და დირექტორიებით. Google-ში მიმოხილვების რაოდენობა და შეფასება ასევე ფაქტორია ადგილობრივი ძიების რეიტინგში. მეტმა მიმოხილვამ და დადებითმა შეფასებებმა შეიძლება გააუმჯობესოს შენი ბიზნესის ადგილობრივი რეიტინგი. შენი პოზიცია გუგლის შედეგებში ასევე ერთ-ერთი ფაქტორია, ამიტომ საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის (სსო/SEO) საუკეთესო პრაქტიკების გამოყენება მიზანშეწონილია.”
დასკვნა
ყველა რანგის სიგნალი ერთად მოქმედებს, რათა დაეხმაროს სსო მარკეტერებს შექმნან, როგორც ჯონ მიულერი იტყოდა, “Awesomeness”. რანგის ფაქტორები ამ რვით არ შემოიფარგლება. SERP-ებში რანჟირება არ გულისხმობს უახლეს და საუკეთესო რჩევებსა თუ ხრიკებს.
რანჟირების ფაქტორები უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სახელმძღვანელო იმის შესახებ, თუ რა გზა და რა შრომა უნდა ჩადო იქამდე სანამ მიხვალ იმ “გასაოცრებამდე”.
იყო გასაოცარი ნიშნავს მეტად ყოვლისმომცველ, დახვეწილ სსო სტრატეგიას, რომელიც წინსვლისა და კარგი შედეგის საწინდარია.
მხოლოდ რანჟირების ფაქტორების ცოდნა არ კმარა ამისთვის. იხილე სსო-ს გზამკვლევი დამწყებთათვის და გაიგე მეტი.