რა არის SEO და როგორ გვეხმარება საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია ბიზნესის გაუმჯობესებაში

რა არის SEO

რა არის SEO – ის აუცილებელი პროცესი, რომელსაც მარკეტერები ვებ-გვერდის ტრეფიკის გასაზრდელად იყენებენ.

მზად ხარ გრძელვადიან სტრატეგიაში ინვესტირებისთვის, რომელსაც პოტენციალი აქვს გაზარდოს შენს ონლაინ მაღაზიასა თუ ბიზნესში შემომსვლელთა რაოდენობა, შემომავალი ზარები და კონვერტაციები?

მაშინ სწორ ადგილას მოსულხარ.

რა არის SEO?

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია – SEO არის პროცესი, რომელიც ეხმარება ვებ-გვერდებს მაქსიმალურად მაღალი რანგის მოპოვებაში Google-სა და სხვა საძიებო სისტემებში.

რაც უფრო მაღალია შენი საიტის რეიტინგი, მით უფრო თვალსაჩინოა შენი ბიზნესი, ეს კი უფრო მეტ ტრეფიკს და მეტ კონვერტაციას მოგიტანს, იქნება ეს გაყიდვების რაოდენობა, გამომწერთა რიცხვი თუ სხვა.

თუ ამ პროცესთან დაახლოება ახლახან დაიწყე, შეიძლება ცოტა დაკარგულიც იყო. მაგრამ ნუ შეშინდები.

არსებობს უამრავი ვებ-გვერდი, წიგნი და გზამკვლევი, რომლებთან გაცნობის შემდეგ გააანალიზებ იმას რომ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციასაც აწყდები.

SEO-ში ამდენი ადამიანის იმედგაცრუების მიზეზი კი არის ის, რომ ის მუდმივად იცვლება.

რატომ? ერთ-ერთი მიზეზია უამრავი მარკეტერის უამრავი სტრატეგიის არსებობა, მაგრამ ძირითადი მიზეზია ის, რომ Google მუდმივად ანახლებს თავის ალგორითმს.

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია არის დაუსრულებელი ბრძოლა, შენს ვებ-გვერდზე შენი მომხმარებლების ყურადღების მისაპყრობად და Google-ის დასარწმნუბლად იმაში, რომ შენს ვებ-გვერდზე მართლაც ღირს მომხმარებლის შესვლა.

როგორ მუშაობს SEO: მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები

მაშ, რას აქვს მნიშვნელობა SEO-ს დროს?

  • არის თუ არ ყველაფერი ბმულებზე დამოკიდებული?
  • აქვს თუ არა მნიშვნელობა საიტის URL სტრუქტურას?
  • რა არის მეტა ტეგები?
  • გვჭირდება თუ არა აუცილებლად 2000 სიტყვიანი ბლოგ-პოსტების გამოქვეყნება დღეში ოთხჯერ?

სანამ სსო-ს უფრო ტექნიკურ ასპექტებს ჩაუღრმავდები, დიგმა გიპასუხებს სსო-ს შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე.

1. რა არის SEO-ს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი?

სსო-ში არ არსებობს ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ყველა დანარჩენზე მაღლა დგას.

ყველაზე ხშირი პასუხი კი, რომელსაც სსო სპეციალისტები უმეტეს კითხვებზე გაგცემენ არის “გააჩნია…” ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ სიმართლეა.

  • აქვს თუ არა ბმულებს მნიშვნელობა? დიახ.
  • უნდა გქონდეს ბმულები რანგისთვის? ალბათ, მაგრამ არა აუცილებლად.
  • აქვს თუ არა მნიშვნელობა კონტენტის სიგრძეს? დიახ, მაგრამ უაზროდ გრძელი პოსტი არ სჯობს მოკლე, მაგრამ მშვენიერი შინაარსის მქონე პოსტს.
  • “SEO ოპტიმიზაციას” აქვს აზრი? პროცესს დიახ, წინადადებას არა.

2. რამდენი ხანი სჭირდება SEO-ს?

გააჩნია… (Ბოდიში!)

მხოლოდ Google-მა იცის ზუსტად როგორ მუშაობს მისი ალგორითმი.

გუგლი ავრცელებს განახლებებს და არსებობს რამდენიმე სია რანგის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორების შესახებ. მათ შორის ერთ-ერთი დიგმას ეკუთვნის სადაც ჩამოთვლილია 8 ყველაზე მნიშნელოვანი Google-ის რანგის ფაქტორი..

სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ სსო-ს რამდენიც საჭიროა იმდენი სჭირდება – ეს შეიძლება იყოს კვირები ან თუნდაც თვეები და დამოკიდებულია ძირითადად შენს სტრატეგიაზე. თუ რომელიმე კონკურენტი რაღაცას ოდნავ შენზე უკეთესად აკეთებს, შესაძლოა საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე (SERP) შენთვის სასურველი რანგი დაკარგო..

3. რა განსხვავებაა გვერდის სსო-სა (On-Page SEO) და გვერდს მიღმა სსო-ს (Off-Page SEO) შორის?

გვერდის სსო გულისხმობს იმ ცვლილებებს, რომელსაც შენს ვებ-გვერდზე განახორციელებ.

მაგალითად, XML საიტის რუქის (XML Sitemap) დამატება შენი SEO-ს გასაუმჯობესებლად. გვერდს მიღმა სსო ეხება SEO-ს სტრატეგიებს, რომლებიც შენს ვებ-გვერდს მიღმა ხდება, რაც მაგალითად ბმულების შექმნაა.

4. ბმულების შექმნა რთულია – არ შეიძლება უბრალოდ ვიყიდო ბმულები?

რა თქმა უნდა შეგიძლია, მაგრამ ეს არაეფექტური სტრატეგიაა.

ბმულების ყიდვის ნაცვლად, სჯობს აქედან დაიწყო, დიგმას ბმულების შენების გზამკვლევი შენს ხელთაა.

საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის ძირითადი ფაქტორები დღეისათვის

ახლა, როდესაც მსუბუქად შევეხეთ საფუძვლებს, დროა ცოტა ღრმად ჩავიდეთ.

დიგმა გაგაცნობს რამდენიმე ყველაზე კრიტიკულ ფაქტორს.

გაითვალისწინე, რომ სსო-ს ტრენდები მუდმივად იცვლება და ის, რაც ახლა მუშაობს, შესაძლოა რამდენიმე თვეში აღარ იყოს აქტუალური.

1. რელევანტური, ოპტიმიზებული კონტენტი ყოველთვის კარგია

არსებობს სსო-ს უმარავი ტექნიკური ფაქტორი – საიტის სტრუქტურა, Anchor ტექსტი, URL სტრუქტურა და ა.შ.

ამ დეტალებს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის ხერხემალი არის მაღალი ხარისხის, ოპტიმიზებული კონტენტი. თუ ამას გაითვალისწინებ, ბევრად უფრო გაგიადვილდება ყველაფერი დანარჩენი რაც საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას სჭირდება..

თუ გსურს Google-ის პირველ გვერდზე მოხვედრა, გჭირდება რელევანტური, კარგად ოპტიმიზებული კონტენტი, რომელიც ბმულებს მოაგროვებს.

რა იგულისხმება მაღალხარისხიან კონტენტში?

არსებობს რამდენიმე აუცილებელი რამ რაც გასათვალისწინებელია კონტენტის შექმნისას.

  • საკვანძო სიტყვები საჭიროა, მაგრამ კონტექსტი უფრო მნიშვნელოვანია. Google-ის crawler აანალიზებს კონტექსტს და ეძებს შესაბამის მეორად საკვანძო სიტყვებს (სინონიმებს და მსგავს საძიებო სიტყვებს), რომლებიც იზიარებენ მაძიებლის განზრახვას.
  • გამოიყენე მკაფიო, საკვანძო სიტყვებით მდიდარი სათაურები, მეტა აღწერილობები, alt ატრიბუტები, H1 ტეგები და URL-ები. ეს ფაქტორები ეუბნებიან Google-ს, რომ შენი ვებ-გვერდი რელევანტურია და ეხმარება მას რანგის მიღებაში.
  • სიგრძე მნიშვნელოვანია, მაგრამ რელევანტურობა უფრო მნიშვნელოვანია. Google გვეუბნება. რომ კონტენტის რაოდენობა დამოკიდებულია გვერდის თემატიკასა და მიზანზე.

მოკლედ, რომ ვთქვათ, დარწმუნდი, რომ შენი შექმნილი კონტენტი დაწერილია პირველ რიგში ადამიანებისთვის და მეორე რიგში ოპტიმიზირებულია Google-ისთვის.

2. მეტამონაცემების მნიშვნელობა

მეტამონაცემები არის ტექსტის სტრიქონები და სათაური, რომლებიც ჩნდება ძიების შედეგების გვერდზე.

მაგალითად, თუ Google-ის ძიებაში ჩაწერ „სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი“, ეს იქნება მეტამონაცემები, რომლებსაც ნახავ:

Googlle-ის სქრინშოტი, თებერვალი 2022

მეტამონაცემები უქმნიან მოლოდინს მომხმარებელს იმაზე თუ რა დახვდებათ ვებ-გვერდზე დაწკაპუნების შემდეგ.

მეტამონაცემების ოპტიმიზაცია საკმაოდ მარტივია:

  • სათაურსა და აღწერაში გამოიყენე რელევანტური, მაგრამ არა განმეორებადი, საკვანძო სიტყვები და მათი ვარიაციები.
  • შექმენი მოკლე მეტა აღწერები (Meta Description). Google წყვეტს მეტა აღწერებს დაახლოებით 160 სიმბოლოზე, ასე რომ მიზნად ამაზე ნაკლები დაისახე.
  • იყავი მკაფიო და ლაკონური, რათა მომხმარებლებმა იცოდნენ რას ელოდონ შენს ვებ-გვერდზე არსებული კონტენტისგან.

იფიქრე მეტამონაცემებზე, როგორც რეკლამებზე შენი კონტენტისთვის.

რატომ უნდა დააწკაპუნონ მომხმარებლებმა მათზე? რა შეგიძლია უთხრა მათ?

გამოიყენე მეტამონაცემები შენს ბმულზე დაწკაპუნების წასახალისებლად, რაც ტრეფიკს მოგიყვანს.

3. ბმულები მნიშვნელოვანია, მაგრამ…

რაც Google არსებობს ბმულები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის.

არსებითად, ბმულები მოქმედებენ როგორც „ხმები“, რომლებიც ეუბნებიან Google-ს, რომ სხვა ვებ-გვერდები ფიქრობენ შენს კონტენტზე, როგორც სასარგებლო და რელევანტურზე..

რაც უფრო მეტ მაღალხარისხიან, რელევანტურ ბმულებს შეიძენ, მით უფრო მაღალი იქნება შენი საიტის რანგი შენი კონტენტის ძირითადი ტერმინებისთვის.

მოკლედ, რომ ვთქვათ, ბმულები მაინც საჭიროა სსო-სთვის.

მაგრამ ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რაოდენობა.

თუ აპირებ შენს სსო-ს სტრატეგიაში ბმულების შენების ჩართვას, მიზნად დაისახე მაღალი ავტორიტეტის და დიდი ტრეფიკის მქონე ვებ-გვერდები, რომლებiისგანაც მიიღებ უკანა ბმულს (Backlink).

4. მომხმარებლის გამოცდილება (UX) მოქმედებს რანგზე

მომხმარებლის გამოცდილება (UX) მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმაში, თუ როგორი რანგი ექნება შენს ვებ-გვერდს Google-ის რეიტინგში.

თუმცა, მომხმარებლის გამოცდილება დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, როგორიცაა საიტის ინფრასტრუქტურა, განლაგება, კონტენტი და ა.შ., რაც ართულებს მის ზუსტად განსაზღვრას..

თუ გსურს სსო-ში წარმატებას მიაღწიო, UX უნდა იყოს შენი მთავარი პრიორიტეტი.

შენს წინაშეა რამდენიმე საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც უნდა გაითვალისწინო:

  • დარწმუნდი, რომ მომხმარებლის გვერდზე გატარებული დრო და CTR მაღალია და ე.წ გადახტომის მაჩვენებელი (Bounce Rate) დაბალია. ეს სიგნალები არ არის რანგის პირდაპირი ფაქტორები, მაგრამ მომხმარებლის მაღალი ჩართულობისთვის საიტის ოპტიმიზაცია ნამდვილად კარგ შედეგამდე მიგიყვანს. ბედნიერი მომხმარებლები, ბედნიერი Google.
  • გაამარტივე ვებ-გვერდის ნავიგაცია. გააუმჯობესეთ თქვენი ვებსაიტის ნავიგაცია, რათა დარწმუნდე, რომ მომხმარებლებმა სწრაფად იპოვონ კონტენტი, რომელსაც ეძებენ. “რაც უფრო მარტივია, მით უკეთესი” მიდგომა ამ შემთხვევაში მშვენივრად მუშაობს. ჩამოსაშლელი მენიუები, შიდა ბმულები და საიტის საძიებო სისტემა ამაში მშვენივრად დაგეხმარება.
  • საიტის სიჩქარეს დიდი მნიშვნელობა აქვს. იდეალურ სამყაროში შენი ვებ-გვერდი 2 წამზე ნაკლებ დროში უნდა იტვირთებოდეს.ამაში დაგეხმარება სურათების შეკუმშვა, კოდისა და სტრუქტურის ოპტიმიზაცია და უფრო სწრაფი სერვერები. გამოიყენე Google-ის PageSpeed ​​Insights ხელსაწყო, რათა ნახო ამჟამინდელი მდგომარეობა და დაიწყო ვებ-გვერდზე მუშაობა.

რაც უფრო მეტად ჭკვიანდება Google, მით უფრო მეტად ხდება საჭირო კარგი UX.

ასე რომ, ახლა დროა ისწავლო საფუძვლები და განახორციელო საუკეთესო პრაქტიკები შენს ვებ-გვერდზე.

5. მობილურს იმაზე მეტად აქვს მნიშვნელობა, ვიდრე ოდესმე

2018 წელს Google გადავიდა მობილურ ინდექსირებაზე, რაც ნიშნავს, რომ საძიებო სისტემა იყენებს შენი ვებ-გვერდის მობილურ ვერსიებს შედეგებში რანჟირებისთვის.

Google-ის ნაბიჯი აზრიანია, რადგან მსოფლიოში ტრაფიკის 50%-ზე მეტი გენერირებულია მობილური მოწყობილობებიდან.

რას ნიშნავს ეს SEO-სთვის?

პირველ რიგში, Google გირჩევს შენი ვებ-გვერდის კონტენტი იყოს გამართული როგორც მობილურ ასევე დესკტოპ ვერსიაზე, ისევე როგორც შენი საიტის სიჩქარე, რომელიც როგორც მობილურ ისევე დესკტოპ ვერსიებზე უზრუნველყოფს კონტენტის სწრაფ ჩატვირთვას.

3 რჩევა SEO-ში წარმატების მისაღწევად

არსებობს ორი სახის რჩევა სსო-ში – ტექნიკური რჩევები, რომლებიც მეტ-ნაკლებად განვიხილეთ და არის სსო-ს ძირითადი პრინციპები. ტექნიკური მხარე ცვალებადია, მაგრამ ეს რჩევები მუდმივი.

1. თუ რაიმე უცნაურად გამოიყურება, სჯობს ორჯერ დაფიქრდე

შესაძლოა გსმენია შავი ქუდის (BLack Hat SEO), თეთრი ქუდის (White Hat SEO) და ნაცრისფერი ქუდის (Gray Hat SEO) სსო-ს შესახებ.

შავი ქუდის სსო გულისხმობს პრაქტიკებს, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება Google-ის მომსახურების პირობებს. მაგალითად 10 ვებ-გვერდის შექმნა და მათი ბმულებით ურთიერთდაკავშირება, რათა Google-მა იფიქროს, რომ უაზრო კონტენტი ამ ვებ-გვერდებზე რამის მომცემია..

აქედან წარმოიშვა აბრევიატურა PBN.

შემდეგია ნაცრისფერი ქუდის სსო, რომელიც შეიძლება ტექნიკურად არ იყოს გაუმართავი, მაგრამ თხელ (ნაცრისფერ) ხაზზე გადის.

თეთრი ქუდი კი არის ამ სიის პირველ ადგილას, სრულიად ლეგიტიმური სსო.

ბევრი სსო პროფესიონალი იყენებს ნაცრისფერი ქუდის სტრატეგიებს. და ბევრ მათგანს ამის გამო საქმე უფუჭდება.

თუ გსურ წარმატების მიღწევა სსო-ში, სჯობს საქმეები სწორად და Google-ის მომსახურების პირობების მიხედვით გააკეთო.

2. შეეკითხე და დაუჯერე ნამდვილ ექსპერტებს

არსებობს ბევრი სსო “ექსპერტი”.

ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ “გარანტირებულად” გაგხდის პირველს Google-ის საძიებო შედეგების გვერდზე. სხვები რეალურად არ აკეთებენ სსო-ს, მაგრამ ბევრს წერენ მის შესახებ.

მიჰყევით სსო-ს ნამდვილ ექსპერტებს და გაითვალისწინეთ მათი რჩევები.

ის, რაც მუშაობს ელექტრონული კომერციის (E-Commerce) ვებ-გვერდისთვის, სულაც არაა აუცილებელი მუშაობდეს საგანმანათლებლო ვებ-გვერდზე და ა.შ.

3. ტესტირება, ტესტირება და კიდევ ტესტირება

სსო არის იმის რკვევა, თუ რა მუშაობს შენი ვებ-გვერდისთვის შენს ინდუსტრიაში, შენი უნიკალური ლანდშაფტის საფუძველზე.

ამის გასარკვევად კი ერთადერთი გზა ტესტირებაა.

დაიმახსოვრე, მთელი შენი სამუშაო შეიძლება ფუჭად წავიდეს, თუ Google-ის ალგორითმის განახლება რაიმეს შეცვლის ან თუ შენი კონკურენტი რაიმე ახალს გააკეთებს.

ტესტირება არის ნებისმიერი წარმატებული სსო სტრატეგიის აუცილებელი და მუდმივი ნაწილი.

დასკვნა

იმედი მაქვს შევძელით გვეპასუხა თუ რა არის SEO

ფაქტია, რომ ის მუდმივად ვითარდება.

SEO-ს ყველა პროფესიონალს სურს იპოვნოს ჯადოსნური ფორმულა, რომელიც მათ საიტებს SERP-ების მწვერვალზე აიყვანს და იქ დატოვებს სამუდამოდ.

სამწუხაროდ, სსო ასე არ მუშაობს.

დიგმას საბოლოო რჩევები ასეთია:

  • ყურადღებით ადევნე თვალი შენს კონკურენტებს.
  • მიჰყევი საუკეთესო პრაკტიკებს.
  • ტესტირება და კიდევ ერთხელ ტესტირება.

არსებობს წესები და საუკეთესო პრაქტიკები, მაგრამ საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია არის იმის გარკვევა, თუ რა მუშაობს შენი ან შენი კლიენტის ვებ-გვერდისთვის და შემდეგ შეცვალო იგი, როდესაც ის აღარ იმუშავებს.

რა არის საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია?

სსო/SEO ნიშნავს “საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას” (Search Engine Optimization). მარტივი სიტყვებით, საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია გულისხმობს შენი ვებ-გვერდის გაუმჯობესების პროცესს – მისი ხილვადობის გაზრდის მიზნით. მაშინ როდესაც შენს ბიზნესთან დაკავშირებულ პროდუქტებს ან სერვისებს ადამიანები Google-ში, Bing-ში და სხვა საძიებო სისტემებში ეძებენ.

Back to top