7 ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა მსოფლიოში

მსოფლიოს 7 ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა

გადახედე შვიდ ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემას. წაიკითხე თითოეული მათგანის დადებით და უარყოფით მხარეებზე და მათი ოპტიმიზაციის რჩევების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძვით იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი რანგი Google-ს ორგანულ ან ფასიან ძიებაში, შეიძლება ბევრი რამ გამოგვრჩეს.

ხანდახან სჯობს ჩვენ ირგვლივ არსებულ უამრავ სხვა შესაძლებლობას შევხედოთ, რამაც შეიძლება გაგვიუმჯობესოს ტრაფიკი და კონვერტაციები ნაკლები შრომით.

აქ მოცემულია შვიდი საუკეთესო საძიებო სისტემა (დიახ, ერთზე მეტია), თითოეული მათგანის მოკლე მიმოხილვა.

1. გუგლი (Google)

გუგლს საძიებო ბაზრის წილის 91.9%-ზე მეტი უჭირავს, ის გაცნობას ალბათ არც საჭიროებს. თუმცა, მისი საძიებო სისტემების ნებისმიერი სიის სათავეში არ წარმოდგენა დანაშაულია.

1996 წელს სერგეი ბრინისა და ლარი პეიჯის მიერ შექმნილი კვლევით პროექტი, რომელიც მათ Excite-ს მხოლოდ $750,000-ად შესთავაზეს. შეთავაზება უარყოფილ იქნა, ამ მომენტისათვის კი Google-ის მშობელი კომპანია Alphabet დაახლოებით $1,770 მილიარდი (2022) დოლარი ღირს.

დადებითი და უარყოფითი მხარეები

Google-ში რანჟირების დიდი მიმზიდველობა არის უზარმაზარი პოტენციური ტრაფიკი.

მინუსი არის ის, რომ ყველას სურს ეს ტრაფიკი, რაც ორგანულ ძიებას ყველაზე კონკურენტუნარიან და ფასიან ძიებას კი ხშირად ბევრად უფრო ძვირად აქცევს, ვიდრე სხვა საიტებზე.

გარდა ამისა, ბევრი კამათობს იმაზე, რომ Google-ს ორგანული შედეგები მცირდება, ფასიანი ძიების შედეგები კი იზრდება და ა.შ. კონკურენცია უფრო ძვირი ხდება, ნაკლები პოტენციური ჯილდოთი.

ოპტიმიზაციის რჩევები

Google-ში მარკეტინგისთვის რამდენიმე ღირებული რესურსი შეგიძლიათ იხილოთ:

2. იუთუბი (YouTube)

YouTube დაარსდა 2005 წელს PayPal-ის ვეტერანების მიერ და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ის Google-მა იყიდა, დიახ გუგლი ამ სიის პირველ ორ ადგილს იკავებს.

YouTube-ს 2 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს თვეში. ყოველდღიურად კი ჯამურად დაახლოებით 1 მილიარდ საათზე მეტს უყურებენ მისი მომხმარებლები. დიახ, მილიარდ საატზე მეტს.

თუ გაინტერესებს პირველი ატვირთული ვიდეო (რომელსაც 41 მილიონზე მეტი ნახვა აქვს), ეს არის ზოოპარკში YouTube-ს თანადამფუძნებლის ჯავედ კარიმის 19 წამიანი კლიპი.

დადებითი და უარყოფითი მხარეები

როგორც Google-ის შემთხვევაში, აქაც მასიური ტრაფიკის მიღების შესაძლებლობა საკმაოდ მიმზიდველია, რაც ხშირად მარკეტერების მახე ხდება.

იმის გათვალისწინებით, რომ ყოველ წუთში YouTube-ზე 500 საათზე მეტი ვიდეო იტვირთება, იყო გამორჩეული საკმაოდ რთულია.

ფასიანი შესაძლებლობებით Google Ads სისტემაში, შეიძლება ძვირი გახდეს ამ ფრონტზე კონკურენცია.

თუ შენ შეძელი და მიიპყარი შენი სამიზნე დემოგრაფიული სეგმენტის ყურადღება YouTube-ზე კარგი კამპანიებით, უდაოდ მიგიღწევია წარმატებისთვის.

ოპტიმიზაციის რჩევები

Google-ში მარკეტინგისთვის რამდენიმე ღირებული რესურსი შეგიძლიათ იხილოთ:

  • როგორ მოვუპოვოთ რანგი ვიდეოს იუთუბსა და გუგლში
  • იუთუბის სსო საფუძვლებიდან სირღმეებამდე

3. ამაზონი (Amazon)

Amazon შეიქმნა 1995 წელს და ამ მომენტისათვის ითვლება ერთ-ერთ პირველ ყველაზე მსხვილ კომპანიად, რომელიც ყიდის საქონელს ონლაინ რეჟიმში.

ყველაფერი დაიწყო წიგნების ონლაინ გაყიდვით, მაგრამ სწრაფად განვითარდა. 1999 წელს დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა მოიპოვა Time-ის წლის პიროვნების წოდება, რადგან პირველმა ონლაინ შოპინგი პოპულარული და ხელმისაწვდომი გახადა.

Amazon იმდენად წარმატებულია, რომ გასულ წელს, ონლაინ შოპინგის ძიებების თითქმის ნახევარი დაიწყო არა Google-ში (22%), არამედ Amazon-ზე (49%).

დადებითი და უარყოფითი მხარეები

დადებითი, როგორც Google-ის შემთხვევაში, აშკარაა – მასშტაბები. თუ შენ ყიდი რაიმეს და გსურს იყო იქ, სადაც ხალხი ეძებს იმას რასაც შენ ყიდი, მაშინ გსურს იყო Amazon-ზე.

მინუსი ის არის, რომ კონკურენცია სასტიკია, ფასები და სხვა დეტალები შესადარებლად მარტივია კონკურენტ პროდუქტებთან, და იქ გაყიდვის ღირებულება ზოგჯერ საკმაოდ ძვირია. შენი უნიკალური დამატებითი ღირებულების გადმოცემა კი რთულია მსგავს პროდუქტზე ორიენტირებულ სისტემაში.

ბაზარზე ადრეულად შესვლა შეიძლება რთული იყოს, თუ უნიკალური პროდუქტი არ გაქვს, რადგან რეიტინგისთვის გაყიდვები და მიმოხილვებია მნიშვნელოვანია. ამავე მიზეზით, კარგად დამკვიდრებულ კომპანიებს ე.წ ბრენდებს კარგი პროდუქტებითა და რეპუტაციით შეუძლიათ მარტივად განთავსდნენ.

ასევე არსებობს CPC ვარიანტები პროდუქტის პოპულარიზაციისთვის. ეს ძირითადად ძვირია, მაგრამ თუ მომხმარებელი ციკლის ბოლოს შენს პროდუქტს იყიდის, ეს პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, თან რომელ საძიებო სისტემას არ აქვს CPC?

ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ როგორ იმოქმედებს Alexa ძიებებზე და გაყიდვებზე, თუმცა რაღაც საინტერესოს ნამდვილად უნდა ველოდოთ.

ოპტიმიზაციის რჩევები

ამაზონზე მარკეტინგის ღირებული რჩევები შეგიძლიათ იხილოთ:

  • გაღრმავებული სსო გზამკვლევი საუკეთესო რეიტინგებისთვის ამაზონზე
  • Amazon სსო არ არის Google სსო: 6 მნიშვნელოვანი განსხვავება

4. ფეისბუქი (Facebook)

2006 წელს შეიქმნა ფეისბუქი (რომელსაც ჩვენ ვიცნობთ). 2004 წლიდან ის მხოლოდ სტუდენტებისთვის იყო ხელმისაწვდომი, 2006 წელს კი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი.

საძიებო სისტემებზე ფიქრისას ის ნაღდად არ არის პირველი რაც თავში მოგვდის. თუმცა, მან გადააჭარბა 2 მილიარდ ძიებას/დღეში, რითიც Microsoft Bing-ს გაუსწრო, რაც ასევე დასაფასებელია.

თვეში 1,62 მილიარდზე მეტი შემსვლელით, Facebook აძლევს ბიზნესებს და რეკლამის განმთავსებლებლებს წარმოუდგენელ წვდომას ბაზარზე.

დადებითი და უარყოფითი მხარეები

კვლავ ვმეორდებით. ყველაზე დადებითი მხარე მუდმივად არის მომხმარებლის ბაზა. ამ მომხმარებლების ბაზასთან ერთად მოდის ყველაზე დიდი “მინუსი” – ფასი.

შენი სამიზნე აუდიტორიიდან გამომდინარე, ფასმა შეიძლება მიაღწიოს ბევრ დოლარს თითო დაწკაპუნებისთვის. ის ხშირად უფრო იაფია ვიდრე Google Ads, მაგრამ მაინც ჩვენ მაინც გვეძვირება. ზოგი ხშირად იმაზეც დაობს, რომ ტრაფიკი არც ისე მიზანმიმართულია და ე.წ თარგეთინგი არ არის იმდენად ზუსტი რამდენადაც გვსურს.

აქ არის კიდევ ერთი დადებითი და უარყოფითი მხარე: Google Ads-ის საძიებო სისტემის მეშვეობით ტრაფიკი ტრიალებს საძიებო მოთხოვნების გარშემო, Facebook-ის ბევრი რეკლამა კი ტრიალებს თანამდებობების, მდებარეობების, ინტერესების და სხვა დემოგრაფიული მონაცემების გარშემო, რის შედეგადაც იკარგება რეკლამის რელევანტურობა. თუმცა, ეს მაინც შესანიშნავი საშუალებაა ხალხის წინაშე წარსადგენად, როცა ისინი არც კი გეძებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუქის სეგმენტზე ორგანული წვდომა მკვეთრად შემცირდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, Facebook-ს მაინც შეუძლია იყოს კარგი წყარო უფასო ტრაფიკისთვის.

ეს გულისხმობს იმას, რომ საჭიროა სისტემატურად კარგი კონტენტის შექმნა და აუდიტორიისთვის მიწოდება, ლოიალური მომხმარებლების ბაზის შექმნა.

ოპტიმიზაციის რჩევები

ფეისბუქზე მარკეტინგის ღირებული რჩევები შეგიძლიათ იხილოთ:

  • შენი ფეისბუქ გვერდის სრული ოპტიმიზაცია
  • ფეისბუქის სარეკლამო 7 რჩევა მცირე ბიზნესის მარკეტერებისთვის

5.მაიკროსოფტ ბინგი (Microsoft Bing)

გუგლის საპასუხოდ Bing-მა MSN Search ჩაანაცვლა 2009 წელს. მათ დაიწყეს საძიებო ბაზრის წილის მხოლოდ 8.4%-ით, ბინგმა სწრაფად გადალახა 10 პროცენტი და იმავე წლის ბოლოს Yahoo-ს საძიებო სისტემის გაძლიერებით გაიზარდა 28.1%-მდე. 2016 წელს მათ დაამატეს AOL იმ საიტებზე, რომლებსაც ძიების შედეგებს აწვდიან.

Microsoft-ის ყველა პროდუქტსა და საკუთრებით მათი ბაზრის წილი 25.7%-ს უახლოვდება.

2020 წლის ოქტომბერში, Bing ოფიციალურად შეიცვალა Microsoft Bing-ად.

დადებითი და უარყოფითი მხარეები

მიუხედავად იმისა, რომ Microsoft Bing-ს არ აქვს ისეთი ბაზრის წილი, როგორიც Google-ს, ის მაინც პატივსაცემია ბევრ ბაზარზე, მათ შორის აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.

ბინგის ალგორითმები არ არის ორგანულად ისეთი დახვეწილი, როგორც Google-ის, თუმცა ბინგი საკმაოდ დიდ ნაბიჯებს დგამს AI (Artificial Intelligence) სივრცეში.

ალგორითმის დახვეწილობის ეს ხარვეზი აადვილებს ბინგის გაგებას, პროგნოზირებას და ოპტიმიზაციას.

ოპტიმიზაციის რჩევები

Bing-ზე მარკეტინგის ღირებული რჩევები შეგიძლიათ იხილოთ:

  • Bing ვებმასტერის სახელმძღვანელო მითითებები
  • Bing-ის რეიტინგის ფაქტორები გამოვლინდა Matt Southern-ის მიერ Webmaster Guidelines-ის განახლებაში

6. ბაიდუ (Baidu)

Baidu დაარსდა 2000 წელს და არის დომინანტი საძიებო სისტემა ჩინეთში, ბაზრის 69,55%-ზე მეტი წილით, სადაც Google-ს აქვს მხოლოდ 3,76%.

ისინი ახორციელებენ უზარმაზარ ინვესტიციებს AI-ში, აფართოებენ თავიანთ საძიებო სისტემას Google-ის მსგავსი გზებით და ახლა (ამ მომენტისთვის) იყენებენ თავიანთ კომპიუტერს თვითმართვადი მანქანებისთვის (ისევე როგორც გუგლი).

ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ბაიდუს საკმაოდ მცირე გავლენა აქვს. ქვეყნის შიგნით, Baidu დღეში 3,3 მილიარდ ძიებამდე ადის.

დადებითი და უარყოფითი მხარეები

Baidu-ს მინუსი არის ის, რომ ის მხოლოდ ერთ ბაზარზე წვდომას იძლევა. დადებითი ის არის, რომ ბაზარი, რომელზედაც მას აქვს წვდომა, უზარმაზარია.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩინეთის ბაზარზე წვდომა არ ჰგავს სხვა ბაზარზე წვდომას (ასეთია საერთაშორისო სსო-ს წყევლა).

ვიზუალი, მეტყველება და წეს-ჩვეულებები სრულიად განსხვავებულია და Google Translate არ დაგეხმარება მომხმარებლების ყურადღების მოგებაში.

ჩინურ ბაზარზე წვდომისთვის Baidu-ს საშუალებით, აუცილებლად დაგჭირდება ვინმე ვინც ამ ენას საკმაოდ მაღალ დონეზე ფლობს, სხვა შემთხვევაში უძლური ხარ.

საბოლოო ჯამში, ორგანული ალგორითმები უფრო გამარტივებულია, ვიდრე Google-ის, და მათი ფასიანი სისტემებიც საკმაოდ გამარტივდება დაყენების შემდეგ, მაგრამ მისი დაყენება უფრო რთულია, თუ თქვენ ცხოვრობთ ჩინეთის ფარგლებს გარეთ.

ოპტიმიზაციის რჩევები

Baidu-ზე მარკეტინგის ღირებული რჩევები შეგიძლიათ იხილოთ:

7. იანდექსი (Yandex)

ტერმინი Yandex შემოღებული იყო 1993 წელს და ნიშნავს “კიდევ ერთი iNDEXer” – “Yet Anoter INDEXer”. Yandex.ru დომენი ამუშავდა 1997 წელს.

2011 წელს ისინი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 1,3 მილიარდი დოლარის IPO-თი გამოცხადდნენ, რაც იმ დროისთვის სიდიდით მეორე ადგილს იკავებდნენ (გუგლის შემდეგ).

Yandex ამჟამად რუსეთში ყველა ძიების დაახლოებით 42,35%-ს ფლობს.

დადებითი და უარყოფითი მხარეები

როგორც მცირე ზომის ძრავების უმეტესობაში (ყოველ შემთხვევაში, Google-თან შედარებით), Yandex-ზეც ნაკლები ტრაფიკია, მაგრამ კონკურენცია დაბალია როგორც ორგანულად, ასევე ფასიან ძიებაშიც.

Yandex-ის მიერ გამოყენებული ალგორითმები ნაკლებად დახვეწილია Google-თან შედარებით და, შესაბამისად, უფრო ადვილია ოპტიმიზაცია.

ახლა ცუდი ამბავი: მიუხედავად იმისა, რომ Yandex-ის ალგორითმები ნაკლებად დახვეწილია ვიდრე გუგლის, მათ აქვთ ელემენტები, რომლებიც ართულებენ საქმეს აუტსაიდერებისთვის – მათ შორის გეოლოკაციის უფრო დიდი მნიშვნელობა.

ფასიანი ძიებაც უფრო მოქნილია Google-თან, Facebook-თან და Microsoft Bing-თან შედარებით, თითო დაწკაპუნება უფრო იაფია. მაგალითად, სიტყვა “casino”-სთვის რანგში პირველ ადგილზე ყოფნა თითო დაწკაპუნებისთვის $55-ზე მეტი დაჯდება და Yandex-ზე მხოლოდ $0.82. რა თქმა უნდა, ეს ინგლისური სიტყვაა, მაგრამ რუსული „казино“-ც მხოლოდ $1,54 ღირს.

ოპტიმიზაციის რჩევები

Yandex-ზე მარკეტინგის ღირებული რჩევები შეგიძლიათ იხილოთ:

  • Yandex სსო-ს გზამკვლევი
  • რუსული სსო-ს საიდუმლოებების გამოვლენა

Back to top