7 გზა მომხმარებელთა ჩართულობის გასაზრდელად

7 ხრიკი მომხმარებელთა ჩართულობის გასაზრდელად

დიგმა გთავაზობს 7 მეთოდს, რომლითაც შეგიძლია შენი ფეისბუქის ბიზნეს გვერდი განავითარო ყოველგვარი ხარჯის გარეშე და მომხმარებელთა ჩართულობა გაზარდო.

გაგიჭირდება ისეთი ბიზნესის პოვნა, რომელსაც ფეისბუქზე გვერდის ქონა არ სჭირდება ( დაახლოებით 60 მილიონზე მეტ ბიზნესს უკვე აქვს Facebook გვერდი).

ფეისბუქის  გვერდი საშუალებას გაძლევს ფართო აუდიტორიას გაუზიარო შენი ბრენდის ისტორია, იურთიერთო მომხმარებლებთან და მიაღწიო შენი ბიზნესის სხვადასხვა მიზანს.

1. განათავსეთ ვიდეოები პირდაპირ Facebook-ზე

იმის ნაცვლად, რომ განათავსო შენი კონტენტი YouTube-ზე და შემდეგ ბმული დადო ფეისბუქზე, სცადე მისი პირდაპირ Facebook-ზე გამოქვეყნება.

როდესაც შენ პირდაპირ ფეისბუქზე გამოაქვეყნებ ვიდეოს, ის ავტომატურად ჩაირთვება, როდესაც მომხმარებელი სიახლეების კედელს ჩასქროლავს, მიიპყრობს მომხმარებლის ყურადღებას და მომხმარებელი დაფიქრებასაც ვერ მოასწრებს ისე უყურებს მას.

შეეცადე რაც შეიძლება მცირე მოცულობის ვიდეო შეარჩიო.

Facebook-ის ვიდეო, რომელიც ყველაზე კარგ შედეგს იძლევა, არის 30 წამიდან 2 წუთამდე, ხოლო იდეალური ხანგრძლივობა 60-დან 90 წამამდეა.

შესაბამისად, შეეცადე, ატვირთო ისეთი ვიდეო, რომლის ხანგრძლივობა 2 წუთს არ აღემატება.

2. თქვენი ვიდეოების ოპტიმიზაცია და ვიდეო ფლეილისთის შექმნა

როდესაც ვიდეოს აქვეყნებ, ასევე დარწმუნდი, რომ შენთვის საჭირო საკვანძო სიტყვებით სათაური და აღწერა შეუქმენი, ასევე დაამატე ტეგები – ეს გაზრდის Facebook-ის მასშტაბით ვიდეოს გამოჩენის ალბათობას შესაბამის არხებში.

შემდეგ, როდესაც დაიწყებ სსო-თი (SEO| ოპტიმიზირებული Facebook ვიდეოების კოლექციის შეგროვებას, დაამატე ისინი ფლეილისთში.

ამგვარად, ფეისბუქი მომხმარებლებს მსგავს ვიდეობს აჩვენებეს მას შემდეგ, რაც ისინი პირველის ყურებას დაასრულებენ.

3. გადით პირდაპირ ეთერში (Live ვიდეოები)

როდესაც პირდაპირ ეთერში გადიხარ, შენი ვიდეო შენი გამომწერების ფეისბუქის ახალი ამბების დასაწყისში ჩნდება.

გარდა ამისა, ადამიანები, რომლებიც ხშირად ან ახლახან გამოეხმაურნენ შენს გვერდს, მიიღებენ შეტყობინებას, რომელიც აცნობებს, რომ პირდაპირ ეთერში ხართ!

ეს შეტყობინებები და მომხმარებლების ფიდის დასაწყისში გამოჩენა მომხმარებლების ჩართულობის გაზრდის ძალიან ეფექტური გზაა.!

პირდაპირი ეთერის დასრულების შემდეგ, ვიდეო ჩანაწერი გამოჩნდება შენს Facebook გვერდზე.

ამის შემდეგ შეგიძლია გააგრძელო მისი პოპულარიზაცია, განათავსო იგი შენს საიტზე ან გააზიარო იგი სხვა სოციალურ ქსელებში.

4. თვალი ადევნე Facebook Insights-ებს და გამოიყენე ინფორმაცია შემდგომი ნაბიჯების განსასაზღვრად.

სოციალური მედიის სტრატეგიები არასოდეს არის ერთნაირი.

შეამოწმე შენი Facebook Insights თვეში ერთხელ და გაითვალისწინე ის კონტენტი, რომლმაც შენი აუდიტორიის ჩართულობა ყველაზე მეტად მოიტანა.

გაითვალისწინე არა მხოლოდ უშუალოდ განთავსებული კონტენტი, არამედ კონტენტის ფორმატიც.

გამოიყენე ეს ინფორმაცია შენი Facebook-ის მიმდინარე სტრატეგიის წარმართვისთვის.

ეს არის ნათელი სიგნალი იმისა, თუ რა სურს შენს უნიკალურ აუდიტორიას – იმუშავე მეტი კონტენტის შექმნაზე მსგავსი ხერხებით.

5. გამოაქვეყნე ექსკლუზიური კონტენტი

კიდევ ერთი გზა, ფეისბუქის მომხმარებლების ყურადღების მისაპყრობად არის ისეთი კონტენტის შეთავაზება, რომელიც ექსკლუზიურია Facebook-ისთვის.

მაგალითად, განათავსე სპეციალური ფასდაკლებები Facebook-ზე ან გამოაქვეყნე ინფორმაცია მომავალ ღონისძიებაზე რომლის განხორციელებასაც აპირებ.

გაზარდე შენი ფეისბუქის პოსტების რაოდენობა ექსკლუზიური კონტენტის გაზიარებით, რომელსაც მომხმარებლები ვერსად ნახავენ გარდა შენი გვერდისა. გამოაქვეყნე ფლეშ სეილები, სპეციალური ფასდაკლებები, კონკურსები და ა.შ.

6. მხოლოდ აზრიანი ურთიერთქმედება მომხმარებელთან

ურთიერთქმედება შენი პრიორიტეტია, არ აქვს მნიშვნელობა რომელ სოციალურ მედია ქსელს იყენებ.

როდესაც კომენტარებს ან შეტყობინებებს მიიღებ, აუცილებლად უპასუხე, არ დატოვო ისინი პასუხ-გაუცემლად.

მიაწოდე ინფორმაცია ადამიანებს, რომლებიც კითხვებს გისვამენ და მადლობა გადაუხადე მათ, შენი ბრენდის დაფასებისთვის.

თუ სოციალური მედიის ერთგული მენეჯერი ხარ, შეეცადე ეს დღის განმავლობაში რეალურ დროში აკეთო, რაც უფრო სწრაფად რეაგირებ მომხმარებლის კომენტარებსა და შეტყობინებებზე, მით უფრო კარგ შედეგს მიაღწევ.

თუ ბიზნესის მფლობელი ხარ და უამრავი საქმე გაქვს სოც. მედიის მართვის მიღმა, გამოყავი თუნდაც მინიმალური დრო და დაუთმე სოციალურ მედიას . მცირე ბიზნესისთვის, ერთ საათს ან თუნდაც დღეში ნახევარ საათს შეუძლია დიდი ეფექტი მოახდინოს სოციალური ინტერაქციის მართვაზე.

7. მაქსიმალურად გამოიყენეთ მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი

როდესაც შენი ბიზნესი სადმე არის ნახსენები ან მონიშნული, გახსოვდეს ის საკვებია.ფეისბუქის კონტენტისთვის.

ვინმემ Instagram-ზე თქვენი ბიზნესის მიმზიდველი ფოტო გამოაქვეყნა?

მიწერე ინსტაგრამის პირად შეტყობინებებში, მადლობა გადაუხადე და სთხოვე ნებართვა, გააზიარო ის ფოტო შენს ყველა სოციალურ არხზე.

10-დან 9-ჯერ მომხმარებლები დაგთახნმდებიან და მოხარულები იქნებიან, რომ მადლობა გადაუხადე და მათთან ურთიერთობ.

ნებისმიერ დროს როდესაც მომხმარებელი მონიშნავს, ახსენებს, განიხილავს ან წერს შენს ბრენდზე პოზიტიურად, გამოიყენე ეს და მიიღე მაქსიმალური სარგებელი მსგავსი კონტენტიდან..

შენ ასევე შეგიძლია წაახალისო მომხმარებლები მეტი მათ მიერ გენერირებული კონტენტის მისაღებად, კონკურსების ჩატარებით, რაც გულისხმობს შენს ბრენდთან დაკავშირებულ ვიდეოს ან ფოტოს გადაღებას, განთავსებას, გაზიარებას და ა.შ.

Back to top